დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში BMW-ს მძღოლმა დედა-შვილის სიცოცხლე შეიწირა
2016/04/30 17:16:49

გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალმა BMW-მ ქუთაისში კიდევ ერთი ტრაგიკული ისტორია დაატრიალა.

 

ბალახვნის ხიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგადაც ქვეითად მიმავალი ახალგაზრდა ქალბატონი და ორი მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა.

 
როგორც ჩვენთვის თვითმხილველთა თქმით ცნობილი გახდა, გადაჭარბებული სიჩქარით ხიდზე მოძრავი ავტომანქანა  (BMW x5) წინ მიმავალი ავტომაქანისთვის გასწრებას ცდილობდა. ამ დროს კი ის რა ჯერ მანქანას, ხოლო შემდეგ დედას და ბავშვებს დაეჯახა.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ფეხითმოსიარულენი ბალახვნის ხიდთან ქუჩის მეორე მხარეს გადადიოდნენ.

როგორც შსს-ში განმარტავენ, მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ 276-ე მუხლის 7 ნაწილით (სატრანსპორტო საშუალების მიერ მოძრაობის წესების დარღევა, რითაც გამოწვეულია ორი ან ორზე მეტი პირის გარდაცვალება). აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან ათ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, ისჯება თავისუფლების აღკვეთით რვიდან თორმეტ წლამდე. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 16567
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია