დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ცესკოს განცხადება წყალტუბოში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების აგიტაციაში შესაძლო მონაწილეობის შესახებ
2016/04/28 18:53:08

ცესკოს საინფორმაციო განცხადება წყალტუბოში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების აგიტაციაში შესაძლო მონაწილეობის შესახებ

 

დღეს, 28 აპრილს ცესკოში შემოვიდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წერილი, რომელშიც საუბარია №58 წყალტუბოს საარჩევნო ოლქის, №49 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების აგიტაციაში შესაძლო მონაწილეობის შესახებ. ამასთან დაკავშირებით, განცხადება გაკეთდა მედიასაშუალებებშიც.


აღნიშნულის შესახებ, ცესკომ უკვე მოახდინა რეაგირება და საკითხი, შემდგომი შესწავლისა და მოკვლევის მიზნით, ცესკოს თავმჯდომარის წერილით რეაგირებისთვის გადაეგზავნა უფლებამოსილ №58 წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიას, ვინაიდან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ქმედების შესწავლა კანონმდებლობის შესაბამისად მიეკუთვნება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის კომპეტენციას.


მოკვლევის შედეგების შესახებ საარჩევნო ადმინისტრაცია დამატებით მიაწვდის ინფორმაციას დაინტერესებულ მხარეებს.


შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 22 მაისს №58 წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (ასევე თბილისის, გარდაბნის, კასპის, ქალაქ ოზურგეთის, ოზურგეთის, ხობისა და ზუგდიდის) საკრებულოების შუალედური არჩევნები ტარდება. 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9789
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია