დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"დედა ენის" დღეები ქუთაისის მესამე საჯარო სკოლაში
2016/04/22 01:43:47

მრავალ ღირშესანიშნავ  თარიღთა შორის განსაკუთრებული სიყვარულით, პატივითა და დიდებით  აღნიშნავს ქართველი ერი „დედაენის“ დღეს, რომელიც 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად დაწესდა 1990   წელს.


არაერთხელ დამდგარა ქართველი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი  ,ერთი მათგანი ამ ავბედითობის  ჟამისა 1978 წლის გაზაფხული იყო, როცა ქართული ენა  საფრთხის წინაშე დადგა,   მიუხედავად მავანისა  და მავანის მზაკვრული   ცდისა , ენა გადარჩა.  


მსოფლიოში ვერ ნახავთ ერს, რომელი  ერიც  ასე ფოფინებოდეს, ესიყვარულებოდეს  საკუთარ ენას, ქართული  ხომ  ღვთითკურთხეული ნაა,ხოლო  დედა ენა   კი წმინდა წიგნია, დედასავით  მშობლიური და ერთადერთი, რომლის შუქი და სითბო შორეული ბავშვობიდან მოგვყვება, გვათბობს  და გვეფერება. ეს მადლმოსილი წიგნი  მრავალჯერ გამხდარა შემოქმედის შთაგონების წყარო. ცნობილი მოქანდაკის, ელგუჯა ამაშუკელის ძეგლი „დედაენა“ სწორედ ამ წიგნის სადიდებელიაა.   

 

მართლაც ,რომ  საოცარია,პატარა ქართველი ზეცად მაღლდება,  ფეხებთან ია-ია ყვავილები მიმოფანტულა, თავზე ზარია, ბიჭის პაწაწა თითები ლამის მისწვდეს მას,რომელიც სკოლის ზართან და ეკლესიის სამრეკლოსთან ასოცირდება, ენა მართლაც  ღვთაებრივი ორგანიზმია, რომლის სიყვარული ღმერთთან აახლოებს ადამიანს. ამ ძეგლით კიდევ ერთხელ მოიდრიკა თავი ქართველმა ერმა იმ წმინდა საგანძურის წინაშე,რასაც დედაენა  ჰქვია.


ჭეშმარიტად ქართულ დღესასწაულს ყოველწლიურად აღნიშნავს წმინდა ნინოს სახელობის N3 საჯარო სკოლა, გამონაკლისი არც წლევანდელი წელი ყოფილა, სკოლაში ამ ღირსეულ თარიღს ორგანიზება ქართული ენა-ლიტერატურის კათედრამ გაუკეთა.



14 აპრილს   I – XII კლასებში ჩატარდა კლასის ხელმძღვანელის საათი „ ვეფერებით ქართულ ენას“   VI -დ კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი :თეა მაჭავარიანი) ,წაიკითხეს ქართველი პოეტების ლექსები „ ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!“  ამავე დღეს ქართული ენა -ლიტერატურის პედაგოგებმა : ნებული სვანიძემ, სოფო მშვენიერაძემ , ლია ჩხაიძემ ,მადონა ასათიანმა ჩაატარეს საუბრები:“1978 -განსაცდელი კარს მომდგარი“ ,“ ქართული მარტო ენაა?!“  „რაზე ჩივის დედაენა“  „ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა , რომელმაც განავრცო ენა ქართული“.


16 აპრილს მოეწყო ცეკვა“დაისის“ პრეზენტაცია ანსამბლ „ნინოს“ შესრულებით.


20 აპრილს III დ   კლასმა პედაგოგ მაია აფრიდონიძის ხელმძღვანელობით ჩაატარა ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია „ენა ქართული - მოვლენილი მადლი ზეცისა“.


„დედაენის“ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება შეაჯამა სამეცნიერო -თეორიულმა კონფერენციამ „ო, ენავ ჩემო!“




ქართველთა საამაყო წიგნმა  XXI  საუკუნეში გადააბიჯა, წინ მრავალი საუკუნე ელის კვლავ, მუდამ უნდა გვახსოვდეს მწერლის შეგონება „ რა ენა წახდეს,

ერიც დაეცეს“, ამიტომ ყველამ ერთად უნდა ვილოცოთ, რომ საუკუნეების შემდეგაც იტიტინოს პატარა ქართველმა.

 „ დედა ენა  სიბრძნის წიგნი, მოჩუხჩუხე ცხრა წყარო,

  აი ია, აი თითი, აი, მთელი სამყარო“

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8304
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია