დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ მხატვრული კითხვის კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა
2016/04/19 19:10:06

()იპ ". ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" ფილიალმა-მოსწავლე - ახალგაზრდობის სასახლემ ვაჟა-ფშაველას საიუბილეო წელს კონკურსი მიუძღვნა.


,,გაზაფხულს ია ამოდის,“- ასეთია მხატვრული კითხვის იმ საქალაქო კონკურსის სახელწოდება, რომელიც ქუთაისის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალში _ კულტურის ცენტრში 2016 წლის 15 აპრილს გაიმართა. კონკურსის მიზანს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებში ვაჟა-ფშაველას შემოქმედებისადმი სიყვარულის გაღრმავება და მათ ორის წარმატებული მკითხველის წარმოჩენა წარმოადგენდა. კონკურსში ქუთაისის სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლა მონაწილეობდა, მათ შორის ქუთაისის ან. რაზმაძის სახელობის N41 საჯარო ფიზიკა-მათემატიკის სკოლა.


კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეები ექვსი წევრისაგან შემდგარმა ჟიურმა გამოავლინა.

ჟიურის წევრებს ()იპ ". ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" მმართველი ელისო ქაროსანოძე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი მარინა მარჯანიშვილი, ამავე დაწესებულების სამხატვრო ხელმძღვანელი ანა ჟღერია და სასახლის ესთეტიკური და ჰუმანიტარული განყოფილების გამგე მაია ასათიანი წარმოადგენენ. ჟიურის გურამ საღარაძის ქალიშვილი, მარინა საღარაძე თავმჯდომარეობდა. ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით კი ვაჟა-ფშაველას შვილიშვილი, ლელა რაზიკაშვილი ესწრებოდა.

ნომინაციაში „ჟიურის რჩეული“ გაიმარჯვა 41-ე საჯარო სკოლის მოსწავლე თომა ბუიღლიშვილმა. დაჯილდოვება ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა, მას გადაეცა სიგელი (დიპლომი) და ფასიანი საჩუქარი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 15792
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია