ქსნის მინის ქარხანა იწყებს სოციალური პასუხიხიმგებლობის აქტივობას თბილისის მასშტაბით ,რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს ექნებათ საშუალება ქარხნის დათვალიერებისა და მიმდინარე პროცესების ნახვის, თუ როგორ მზადდება მინისგან ბოთლები. ექსკურსიის ფარგლებში სტუდენტებს ინფორმაციას გააცნობს ქართული მინის ქარხნის სპეციალისტები.
პროექტი მიზნად ისახავს თბილისის მასშტაბით იმ სტუდენტების მოწვევას,რომლებისთვისაც საინტერესოა ეს სფერო , შეირჩა 5 წამყვანი უნივერსიტეტი ესენია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი.აგრარული უნივერსიტეტი,თბილისის სამხავტვრო აკადემია. ექსკურსიის ბოლოს სტუდენტებს დაურიგდება წამახალიბელი საჩუქრები.
სს „მინა“ ფუნქციონირებს 1997 წლიდან,იგი შედის თურქულ სამრეწველო ჰოლდინგ “შიშეჯამში”, რომელსაც ღირსეული ადგილი უკავია მსოფლიოში მინის მწარმოებელი კომპანიების პირველ ოთხეულში. დღეისათვის სს „მინა“ არის საქართველოში და საზღვარგარეთ უმნიშვნელოვანესი კლიენტების მომმარაგებელი, რომელთა შორის არიან „ბორჯომი“, „ნაბეღლავი“ და მრავალი სხვა.ქართული მინდა გადის ექსპორტზე სხვადასხვა ქვეყანაში.
ნიშანდობლივია, რომ სს „მინას“ საქართველოს მასშტაბით ასევე მოწინავე პოზიციები უკავია უსაფრთხო შრომის პირობებისა და დასაქმებულთა სოციალური დაცვის კუთხით - საწარმომ საკუთარი ინიციატივით მიიღო მონაწილეობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ წარმოებულ შრომის პირობების მონიტორინგის პილოტურ პროგრამაში, რომლის შედეგად მიღებული აქვს უაღრესად დადებითი შეფასება.
(R)