დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხვალ ქუთაისში "არგო"-ს წინააღმდეგ საპროტესტო აქციაა დაგეგმილი
2016/04/19 15:25:58

ქუთაისში, ახალგაზრდობა და არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილი აპროტესტებს „ოქროს ჩარდახთან“ მდებარე სკვერში კაფე-ბარ „არგოს“ მშენებლობას.


20 აპრილს 13 საათზე ამ ტერიტორიაზე დაგეგმილია საპროტესტო აქცია, რომლის მთავარი მესიჯებია: "გაუქმდეს სკვერში მშენებლობის ნებართვა" და "კეთილმოეწყოს სკვერი"

აქციის ორგანიზატორები მშენებლობის ნებართვის გაუქმებას ითხოვენ.

 

"კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან ("ოქროს ჩარდახი") მშენებლობა არ შეიძლებასკვერს უნდა ჰქონდეს სკვერის სახე და სკვერში არ უნდა მიმდინარეობდეს მშენებლობები; მშენებლობები კულტურული მემკვიდრეობის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს," - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

 

"არგოს" მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის ორგანიზებას 10 არასამთავრობო ორგანიზაცია ხელმჭღვანელობს: "ევროპა ჩვენი სახლია"; "საზოგადოების უფლებები";

 

"ლიბერალური კლუბი"; უნივერსიტეტი "ლამპარი"; საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრი; "ეკოლოგიის მცველები"; "უფლებებისთვისა და განათლებისთვის"; "ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი"; იმერეთის საზოგადოებრივი განვითარების ცენტრი;  სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი“

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 17898
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია