საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოში დაიწყო კამპანია „ნუ მოჭრი ბზას“
2016/04/18 14:29:05

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილისა და ქორეპისკოპოსის, მეუფე თეოდორეს ერთობლივი ბრიფინგი,  ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, საპატრიარქოში გაიმართა. უწყების პირველმა პირმა  „ნუ მოჭრი ბზას“ - კამპანიის ფარგლებში, საზოგადოებას  კოლხური ბზის მდგომარეობისა და სამინისტროს მიერ დაგეგმილი  ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

 

კოლხური ბზა გადაშენების საფრთხის წინაშეა - სოკოვანმა დაავადებამ (პათოგენური სოკო Cylindrocladium Buxicola), რომელიც ,,ბზის სიდამწვრის’’ სახელითაა ცნობილი, 2010-2014 წლებში დასავლეთ საქართველოს ბზის კორომების დიდი ნაწილი, მათ შორის, უნიკალური ბუნების ძეგლები გაანადგურა. კოლხური ბზა მასობრივად ხმება ბუნებრივი გავრცელების მთელ არეალზე, რაც უდიდესი დანაკლისია როგორც ეკოლოგიური, ასევე კულტურული და ეკონომიკური თვალსაზრისით.

 

ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სამინისტრო განსაკუთრებით ამკაცრებს კონტროლს ბზის მოჭრაზე და სამართალდამრღვევზე გავრცელდება კანონით დადგენილი სანქციები.

ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და აღნიშნულზე გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები. საჯარიმო სანქციების ოდენობა 200-დან 500 ლარამდეა, ხოლო, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს - აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.

ბზა შესაძლებელია მოპოვებული იყოს მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებულ სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან -   ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობს ცნობის საფუძველზე.

 

აპრილის თვიდან, ეროვნული სატყეო სააგენტო იწყებს  დაზიანებული ფართობების დამუშავებას  ბიოლოგიური პრეპარატით. დამუშავდება სახელმწიფო ტყის ფონდის 400 ჰა ფართობი სამერგელო-ზემო სვანეთის, იმერეთისა და გურიის რეგიონებში. გარდა ბრძოლის ღონისძიებისა დაგეგმილია ბზის აღდგენის ღონისძიებებიც.

 

ბრძოლის ღონისძიებებში ჩართულია ყველა პასუხისმგებელი უწყება: დაცული ტერიტორიების სააგენტო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველობა, აფხაზეთისა და აჭარის ა/რ შესაბამისი ორგანოები.

 

 

 

გარემოს დაცვისა და ნუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მოსახლეობას, ეროვნულ საშენ მეურნეობასა და კერძი სანერგეებში გამოყვანილ ბზას სთავაზობს, რომელიც ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიებზე გაიყიდება. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 28410
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია