დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დუბაიში 24 წლის ქუთაისელი გოგონა მოკლეს
2016/04/16 18:43:22

24 წლის ნინი სამანიშვილი დუბაიში 2 დღის წინ მოკლეს. შემთხვევის დროს მასთან ერთად კიდევ ერთი ქართველი გოგონა იმყოფებოდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.


დუბაიში გადრდაცვლილი ქართველი გოგონას მშობლები გადმოსვენების პროცედურებში დახმარებას  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვენ. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, 24 წლის ნინი სამნიაშვილის ცხედრის გადმოსვენებისთვის საჭირო თანხებს უწყება გაიღებს.
ოჯახის წევრების განცხადებით, დუბაიში გარდაცვლილი ქართველი გოგონას საქართველოში გადმოსვენების თაობაზე დახმარებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართეს. როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებენ, გოგონას ადგილობრივ არაბებთან კამათი მოუვიდა, რაც საბოლოოდ ჩხუბში გადაიზარდა და ტრაგიკულად დასრულდა. 

ოჯახის წევრების თქმით, მომხდარის დროს გოგონასთან ერთად მისი მეგობარიც იმყოფებოდა, რომელიც მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი. 
,,ვიცი, რომ ავტობუსის გაჩერებასთან ადგილობრივ არაბებთან კამათი მოუვიდა, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა . გოგონას ასთმა აწუხებდა, სულ წამლით დადიდოა. მას არაბმა ხელი კრა, თავი დაარტყა და ვეღარ ამოისუნთქა. მის მეგობარსაც თავს დაესხნენ. ის სავადმყოფოშია გადაყვანილი და სიცოცხლისთვის იბრძვის. როცა მეგობარმა შემთხვევის დროს მოიკითხა, აღმოჩნდა რომ ჩემი შვილი უკვე გარდაცვლილი იყო. მეტი არაფერი არ ვიცით. გადმოსვენებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართეთ. გუშინ შევიტანეთ განცხადება და ორშაბათს გვეტყვიან როდის გადმოასვენებენ ცხედარს. ერთი წელია დუბაიში იყო. კლუბში მუშაობდა. ხშირად ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს“, -აცხადებს გარდაცვლილის დედა ჟურნალისტებთან საუბარში. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4594
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია