დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჟურნალისტი ლელა თოლორდავა თამაზ ელიზბარაშვილს თანამშრომლების სასტიკ და მონურ მოპყრობაში ადანაშაულებს
2016/04/15 20:43:33

 

ჟურნალისტმა ლელა თოლორდავამ თამაზ ელიზბარაშვილი თანამშრომლების მიმართ სასტიკ და მონურ მოპყრობაში ამხილა.

მან ამის შესახებ თავის ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა, ხოლო შემდეგ განცხადება გაავრცელა თავისივე ინტერნტგამოცემაში "აიანიუსი". გთავაზოთ ამ განცხადებას:


"გამოვაქვეყნე თუ არა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე სტატუსი: ,,Tamaz Elizbarashvili-ო ადამიანების მიმართ შეიძლება სისასტიკე?! დაუმსახურებელი ლანძღვა-გინება, ცემა, დამცირება, თვითმკვლელობამდე მიყვანა?! შეიძლება 21-ე საუკუნეში მონად აქციო ადამიანები?! ერთი კი არა ასი ძაღლების თავშესაფარი რომ ააშენო, ვეღარ დამაჯერებ რომ გიყვარს ოთხფეხა მეგობრები, ადამიანების დასამცირებლად იყენებ. აღარ ვაპირებ გაჩუმებას, იმიტომ რომ უკვე შენს სითავხედეს საზღვარი აღარ აქვს.

 

ამას ვწერ მე https://www.facebook.com/TamazElizbarashviliDogShelter/… ამ გვერდის ყოფილი ადმინი, დიახ მე ის ვარ, ვინც ეს გვერდი პოპულარული გახადა, ვინც დაწერა ,,მე ძაღლი ვარ და ლაპარაკი არ ვიცი'', ვინც ათას გულისამაჩუყებელ ისტორიებზე ატირა მკითხველი, მე ის ვარ ვინც ორჯერ გადაურჩა წყალდიდობას და სიკვდილს (4 ივნისს და 13 ივნისს), ორივე ჯერზე ბოლომ დავტოვე თავშესაფარი ... ის ოთხფეხა მეგობრები კი ვითომ შენ რომ გამოსტაცე სიკვდილს, ჩემი და სხვა თანამშრომლების გადარჩენილია... სიკვდილს ერთი ნაბიჯი გვაშორებდა... შენ სად იყავი ამ დროს?! ფეხიც რომ არ დაგსველებია?! მერე უსირცხვილოდ იჯექი მაია ასათიანის ,,პროფილში'' და ილაპარაკე შენს ჩადენილ გმირობებზე.... თუმცა მანამდე დეტალურად მომაყოლე სტიქიის ამბები... აქ მეტს აღარ გავაგრძელებ, დაინტერესებული მკითხველი დანარჩენს დღეს იხილავს www.aianews.ge -ზე და წიგნში, რომელიც მივუძღვენი 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპული ჩემი მეგობრის ჟანა ეგიაზაროვას ხსოვნას და ტრაგედიის წლისთავზე გამოვა''.

სატელეფონო ზარებს და პირად მიმოწერას ვეღარ ავუდივარ...



-,,ეს რამ გაგაბედინა, არ გეშინია ორი ანგელოზივით შვილის დედა ხარ?!'' ეს ,,საშიში კითხვა'' დამისვა ერთმა მეგობარმა... ამ კითხვამ მთლიანად შეცვალა ის თავდაპირველი წერილი, რომლის გამოქვეყნებასაც ვაპირებდი.
ყველას გასაგონად ხმამაღლა ვიტყვი:
-არ მეშინია, როცა მართალი ვარ!
-არ მეშინია, როცა უსამართლობის წინააღმდეგ ვიბრძვი!
-არ მეშინია, რადგან დედა ვარ და ძლიერი უნდა ვიყო!
-არ მეშინია, რადგან სიკვდილის შიში 2015 წლის 13 ივნისს დავამარცხე!



ხმასაც არ ამოვიღებდი, მარტო მე რომ ვიყო თამაზ ელიზბარაშვილის ძალადობის მსხვერპლი. დიახ ძალადობაა, როცა დაუმსახურებელ ლანძღვა -გინებაში ამყოფებ თანამშრომლებს, მოღალატეებს და ზურგში დანის ჩამცემებს უწოდებ, სამსახურიდან ყოველ დღე გაგდებით დაემუქრები. ეს მისი სტილია. ასეთ ტერორში ჰყავს ყველა, ვინც დავალებულია მისგან. დავალებულია გასაჭირში გვერდით დგომით, ბინის ქირის გადახდით, მიზერული ხელფასის იქით ფულის ჩუქებით, საჩუქრებით - ეს თანამშრომლობის დასაწყისში...  მერე კი იწყება მონობა, მონობა, რომელსაც ბოლო არ უჩანს. მონობა, რომელიც საკუთარი თავის პატივისცემას გიკარგავს.

 

,,არავიზე ნაკლები ვაჟკაცი არა ვარ, მაგრამ ცოლ-შვილი მყავს სარჩენი და იძულებული ვარ, ავიტანოო''-ეს იმ კაცის სიტყვებია, რომელიც პირად მონად ჰყავს გადაქცეული... კაცის, რომელსაც როცა უნდა და სადაც უნდა შეურაცყოფას აყენებს და ცემს. მერე სატელევიზიო გადაცემების ჩაწერის დროს ხშირ შემთხვევაში სტუდიაში მიჰყავს და ასმენინებს თავის გმირობის ამბებს... ეს ყველაფერი გრძელდება არა ერთი წელი... ყველაზე ამაზრზენი ის არის, რომ ამის შესახებ მის გარემოცვაში ყველამ იცის, მაგრამ ხმას არავინ იღებს. 



ამ ფორმატში გაგრძელებას აღარ ვაპირებ, თამაზ ელიზბარაშვილის გმირობის ამბებს სულ სხვა ფორმატში მოგიყვებით... " ასე ასრულებს განცხადებას ლელა თოლორდავა.

 

ცნობისათვის:

ლელა თოლორდავა ჩვენი მედიასახლის "პოსტსკრიპტუმის" საუკეთესო თანამშრომელი გახლდათ წლების მანძილზე და დღესაც ჩვენი ერთგული მეგობარია. ის ძალიან სამართლიანი, ობიექტური, მიუკერძოებელი ჟურნალისტია და არასოდეს ტყუის! ჩვენი რედაქცია მას გვერდით დაუდგება ამ სამართლიან საქმეში


ნატო გუბელაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6005
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია