დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„სილქნეტი“ განათლებისთვის!
2016/04/14 14:49:08

Silk TV-საშინაო სკოლისინტერაქტიული სწავლების მეთოდით 10 000 ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს

 უკვე მეხუთე წელიასილქნეტიმომხმარებელს საგანმანათლებლო შემეცნებით პროექტ საშინაო სკოლას თავაზობს. მასში შესულია 1–დან მე–12 კლასის ჩათვლით სასკოლო პროგრამის სალექციო სახის ვიდეოგაკვეთილები, რომელიც ექსკლუზიურად სილქნეტის სატელევიზიო სერვისის ნაწილია.

საშინაო სკოლამოიცავს ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე მათემატიკის, გეოგრაფიის, ისტორიის, ბიოლოგიის, ფიზიკაქიმიის, ინგლისური ენის გაკვეთილებს.    მომხმარებელი ირჩევს სასურველ საგანს, კლასს, შესაძლებლობა აქვს დააპაუზოს და გადაახვიოს თემა. თითოეული ვიდეო 15–20 წუთს გრძელდება. სწავლების ეს მეთოდი მოსწავლეს ერთ დღეში რამდენიმე საგნის სწრაფად მომზადებაში ეხმარება, ასევე შესაძლებელია საატესტატო გამოცდებისთვის მთელი მასალის 2 თვეში გადამეორება.

 მარტივი მენიუ პატარა ასაკის მსმენელსაც კი საშუალებას მისცემს  დამოუკიდებლად, უფროსის ჩარევის გარეშე, პულტის მეშვეობით, მოძებნოს სასურველი საგანი და თემა  და ინდივიდუალურად მიიღოს ცოდნა და ასევე გაიაროს განვლილი მასალა.  პროგრამა ერთნაირად პოპულარულია თბილისსა და რეგიონებში. განსაკუთრებით სასკოლო გამოცდების დროს, როცა სრული მასალის გადამეორება ესაჭიროება მოსწავლეს. SilkTV-ისსაშინაო სკოლისსერვისი  ყველაზე ხელმისაწვდომირეპეტიტორიადა გარდა იმისა, რომ ცოდნის ათვისების პროცესს ამარტივებს, მნიშვნელოვნად ზოგავს ოჯახის ბიუჯეტს.

 სილქნეტმა თანამედროვე ყოფას მოარგო სასკოლო განათლების მიღების  პროცესი. კონტენტს 2,5 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ჰყავს ათი ათასზე მეტი უნიკალური მომხმარებელიპროექტში ჩართულია საგანგებოდ შერჩეული 50-მდე პედაგოგი

 ამ სერვისის მისაღებად საჭიროა SILK TV-ის მაუწყებლობით სარგებლობა. მიუხედავად მომხმარებლის მიერ არჩეული პაკეტისა, „საშინაო სკოლა“  ხელმისაწვდომია ყველა აბონენტისთვის უფასოდ.  

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4695
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია