საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
კომპანია სილქნეტსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
2016/04/12 15:04:59

ლიდერი სატელეკომუნიკაციო კომპანიასილქნეტიდაკავკასიის უნივერსიტეტისაგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობას  იწყებენ.

მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები პროფესიულ სტაჟირებას ქვეყნის უმსხვილეს სატელეკომუნიკაციო კომპანიაში გაივლიან. ახალგაზრდებს საშუალება მიეცემათ  გაეცნონ და დაეუფლონ სხვადასხვა ტექნოლოგიებს, მათთვის საინტერესო სეგმენტში მოსინჯონ ძალები და პრაქტიკული მეცადინეობების შემდგომ სასურველი მიმართულება აირჩიონ.

მემორანდუმი ძალაში უკვე აპრილიდან შევა. სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, განხორციელდება ერთობლივი პროგრამები. გათვალისწინებულია სილქნეტის სპეციალისტების მიერ საჯარო ლექციების ორგანიზება კავკასიის უნივერსიტეტშიკომპანია მოტივირებულია შეუწყოს ხელი ახალგაზრდების პროფესიულ ზრდას.

 

სილქნეტი წლების მანძილზე თანამშრომლობს ასევე საქართველოს ტექნიკურ და ბათუმის უნივერსიტეტებთან.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4102
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია