დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"ქორალის" ახალი სიმღერა ქუთაისს ეძღვნება
2016/04/11 03:04:27

პოპულარულმა ქართულმა მუსიკალურმა ჯგუფმა ქორალი კიდევ ერთი ახალი სიმღერა შექმნა.


მუსიკა, რომელიც დაახლოებით ერთი თვეა, ტრიალებს რადიო  არ დაიდარდოს ეთერში, ქუთაისს ეძღვნება.

სიმღერის - ქუთაისო - ტექსტის და მუსიკის ავტორი ჯგუფის სოლისტი, აფხაზეთიდან დევნილი გიგა (გიორგიმაღლაფერიძეა, რომელმაც ბავშვობის აქტიური წლები ქალაქ ქუთაისში გაატარა. 11 წელია, ცხოვრობს თბილისში.

 

ჯგუფი ქორალი 2006 წელს შეიქმნა და ის 30 - მდე ნოვატორული ჟანრის ( ეთნო, ფოლკისა და პოპის ნაზავ) სიმღერას ითვლის.

 

2007 წლის მეგა-ვარსკვლავის მფლობელი ჯგუფი   ისეთი სიმღერებითაა ცნობილი, როგორიცაა - ლოცვა, ვედრება, სამშობლო და სხვა...

 

გიგა მაღლაფერიძე აღნიშნავს, რომ ჯგუფს საკუთარი სახსრებით და პროდიუსერის გარეშე უწევს  სიმღერების ჩაწერა, სწორედ ამიტომაც გადაიდო უახლესი სიმღერის - ქუთაისო”- კლიპის გადაღებაც, რომლის შესაქმნელადაც სულ რაღაც 5000 ლარამდეა საჭირო.

 

ქორალი მის აქტიურ მსმენელს სულ მალე  ახალ სიმღერას - ჰადილი” -  შესთავაზებს.

 

მანანა ლეშქაშელი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4359
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია