დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტურისტული სეზონის დასაწყისში ქუთაისს ახალი სასტუმრო "ოქროს საწმისი" შეემატა
2016/04/10 21:04:41

დღეს თაბუკაშვილის #4-ში ჰოსტელის ტიპის სასტუმრო ,,ოქროს საწმისი“ გაიხსნა. სასტუმროს პრეზენტაციას ქუთაისის მერი შოთა მურღულია და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი დაესწრნენ.

 

,,ოქროს საწმისი“ 120 ადამიანზეა გათვლილი. 40 ადგილიანი ნომრები უკვე მზად არის მიიღოს სტუმარი, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულება ზაფხულში იგეგმება. ჰოსტელის მეპატრონის შერმადინ მიქელთაძის თქმით, სასტუმროში 40-მდე ადამიანი დასაქმდება და ერთი დღის ღირებულება 20 ლარი იქნება.

 

,,მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ტიპის სასტუმრო გაისნა ქუთაისში. ჰოსტელი გათვლილია საშუალო ბიუჯეტიან მომხმარებელზე, ასევე ქალაქში ჩამოსულ ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ ამ სასტუმროს მომსახურებით. რაც ყველაზე მთავარია, ქალაქში შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები. ჩვენის მხრივ მხარს დავუჭერთ მსგავს წამოწყებებს და ყველა პროექტს, რომელიც ქალაქში ინვესტიციას განახორციელებს"–განაცხადა შოთა მურღულიამ


,,მისასალმებელია, რომ ქალაქს კიდევ ერთი ჰოსტელი შეემატა. ის გათვლილია ტურისტებზე და ასევე მოემსახურება ქალაქში ჩამოსულ სპორტულ ჯგუფებს. აქ არის სათანადო გარემო იმისათვის, რომ სპორტსმენმა თავი კარგად იგრძნოს და მოემზადოს მომავალი შეჯიბრებისთვის. მნიშვნელოვან ინვესტიციებს ჩვენის მხრიდან ყოველთვის ექნება მხარდაჭერა.“-აღნიშნა დავით დვალმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4114
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია