დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„სილქნეტის“ საგაზაფხულო აქცია - თემატური პაკეტები და უფასო ინსტალაცია
2016/04/08 16:04:35

„სილქნეტი“, საგაზაფხულო აქციის ფარგლებში მომხმარებელს კიდევ ერთ სასიამოვნო სიახლეს სთავაზობს


„სილქნეტი“, ახალი თაობის ინტერაქტიული ტელევიზიის საშუალებით, რომელიც გამორჩეულია არხების მრავალფეროვანი არჩევანით (180-ზე მეტი ქართული და უცხოური არხი), უმაღლესი ხარისხის გამოსახულებით, ეთერის მართვით, „საგაზაფხულო აქციის“ ფარგლებში ანებივრებს მომხმარებელს უამრავი, სხვადასხვა სახის შეღავათით. 


აირჩიეთ „სილქნეტი“, დარეგისტრირდით ინტერნეტსა (10მგბ) და ტელევიზიაზე (Standart) 35 ლარად და მიიღეთ ექსკლუზიური თემატური პაკეტები Silk Sport და Silk MIX უფასოდ.


სილქნეტის ახალი აბონენტები, რომლებიც 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდებიან Silk  TV-ზე, Standart პაკეტის არჩევის შემთხვევაში, რომელშიც შედის 51 ქართული არხი (ყოველთვიური გადასახადი - 9ლარი), გაუაქტიურდებათ უნიკალური, თემატური პაკეტები Silk Sport  და Silk Mix, რომლებითაც  6 თვის განმავლობაში ისარგებლებენ  უფასოდ. ხოლო, თუ Silk TV-ის ახალი აბონენტები აირჩევენ Light ან Lux პაკეტებს, უფასოდ  გაუაქტიურდებათ Silk Sport თემატური პაკეტი.


Light პაკეტი ქართული ტელეარხების სრულ რაოდენობასთან ერთად მოიცავს უხცოური არხების მრავალფეროვან არჩევანს. აღნიშნულ პაკეტში შემავალი 99 არხით სარგებლობის ყოველთვიური გადასახადი 20 ლარს შეადგენს. Lux პაკეტი კი, თვეში 30 ლარად, მოიცავს 133 ქართულ და უცხოურ არხს.


„სილქნეტი“ უყურადღებოდ არც არსებულ მომხმარებელს ტოვებს. აბონენტები „საგაზაფხულო აქციის“ ფარგლებში Silk-ის სპორტულ არხებზე ისარგებლებენ 50%-იანი ფასდაკლებით და 10 ლარის ნაცვლად გადაიხდიან 5 ლარს. 


Silk სპორტი, ქართულ ტელესივრცეში ყველაზე რეიტინგული და მოთხოვნადი პაკეტია, რომელიც აერთიანებს სამ სპორტულ არხს, Silk სპორტ HD1, Silk სპორტ HD2, Silk სპორტ HD3. აღნიშნულ არხებს გააჩნიათ გაშუქების ექსკლუზიური უფლება ისეთ მასშტაბურ სპორტულ მოვლენებზე, როგორებიცაა: ინგლისის პრემიერ ლიგა, ესპანეთის ლა ლიგა, ჰოლანდიის, პორტუგალიის ჩემპიონატები, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა, ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა. 


Silk სპორტი აშუქებს საკალათბურთო რეპორტაჟებს, ევროლიგისა და NBA-ის, როგორც რეგულარული ჩემპიონატის, ასევე Playoff-ის ძალზედ საინტერესო თამაშებს; ასევე, უიმბლდონისა და Masters-ების არაერთ ტურნირს და რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს.


აღნიშნულ სპორტულ მოვლენებს, Silk სპორტის თემატური პაკეტის არხების საშუალებით  შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ, როგორც პირდაპირ ეთერში, ასევე ჩანაწერების სახით.


Silk Mix აერთიანებს გასართობი არხების მრავალფეროვან არჩევანს. პაკეტში თავმოყრილია Silk ქიდსი, Silk კინო კოლექცია, Silk კინო ჰოლივუდი, Silk უნივერსალი.


Silk-ის კინო არხები, საშუალებას იძლევა ყოველდღიურ რეჟიმში თვალი ადევნოთ ჰოლივუდისა და მსოფლიო კინო შედევრებს, ასევე თანამედროვე კინოინდუსტრიის კომედიური, სათავგადასავლო, საშინელებათა და სხვა ჟანრის ფილმებს.


Silk უნივერსალი, რომელიც ჯერ-ჯერობით სატესტო რეჟიმშია და ხელმისაწვდომია საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის, ვისაც წვდომა აქვს ციფრულ მაუწყებლობაზე, გთავაზობთ პოპულარულ ფილმებსა და სერიალებს, აგრეთვე ევროპული საფეხბურთო ჩემპიონატების რეპორტაჟებს.


„საგაზაფხულო აქციით“ კომპანია შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს უფასოდ ჩაერთოს სილქნეტის ქსელში, მიიღოს ინტერნეტი და სატელევიზიო სერვისი, სპეციალური შეთავაზების ფარგლებში დაიმატოს თემატური პაკეტები  და თვალი ადევნოს მასშტაბურ სპორტულ მოვლენებს  სპორტული არხების მეშვეობით, რომელსაც ბაზარზე ექსკლუზიურად მხოლოდ სილქნეტი თავაზობს.

 

 

(R)

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5095
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია