საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სილქნეტი მომხმარებელს 4G LTE ინტერნეტის უფასო აქტივაციას სთავაზობს
2016/04/05 18:08:52

სილქნეტი მომხმარებელს 4G LTE ინტერნეტის უფასო აქტივაციას სთავაზობს

სილქნეტის ახალი თაობის მაღალსიჩქარიანი 4G LTE ინტერნეტის აქტივაციისას, ახალი აბონენტები სპეციალური პირობებით სარგებლობენ. 27 აპრილამდე დარეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც  პაკეტს „სილვერს“ (თვეში 28 ლარი) ან „პლატინუმს“ (თვეში 38 ლარი) აირჩევს, დროებით სარგებლობაში, უფასოდ  გადაეცემა WiFi  ან USB მოდემი.  

 სილქნეტის 4G LTE სახლის უკაბელო ინტერნეტია, რომლიც ინსტალაციას არ საჭიროებს და  მისი  მხოლოდ დენის წყაროზე მიერთებაა საჭირო.  აღნიშნული ტექნოლოგიის ინტერნეტით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს თვალი ადევნოს უამრავ ვებ-გვერდს,  უყუროს ფილმებს, ისარგებლოს ელ-ფოსტით, Skype-ით, Facebook-ით და სხვა სოციალური ქსელებით, ატვირთოს/ჩამოტვირთოს ფოტოები.

არჩევანის გაადვილების მიზნით,  „სილქნეტის“ ვებ-გვერდზე შექმნილია 4G LTE ინტერნეტ კალკულატორი, რაც ეხმარება აბონენტს გამოთვალოს სავარაუდო ინტერნეტ ტრაფიკი და ისე შეარჩიოს პაკეტი. 

 

 ამჟამად, თბილისის 25 ზონის გარდა, სილქნეტის 4G LTE უახლესი ტექნოლოგიის სწრაფი ინტერნეტით სარგებლობს: მცხეთა-მთიანეთის, აჭარის, სამეგრელოს, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, შიდა-ქართლის, ქვემო ქართლის 60-ზე მეტი სოფელი. 

 

იანვრიდან დღემდე ჩაირთო:

ქვემო ქართლში: ყიზილაჯლო, კესალო, ნაზარლო, ფარისი, თამარისი;

აჭარაში: ციხისძირი. კახეთში: ქვემო ქედი, არხილოსკალო, ზემო ქედი. 

სამეგრელოს სოფლების ნუსხას დაემატა: საქირიო, ძველი სენაკი, ზედა და ქვედა სორტა, ნაჯავახო; ასევე სილქნეტის 4G LTE ინტერნეტი ხელმისაწვდომია სადახლოსა და მეჯვრისხევის დასახლებულ პუნქტებში.

 ეს ტექნოლოგია საშუალებას აძლევს კომპანიას, უმოკლეს ვადაში, გაზარდოს რეგიონებსა და ქალაქებში მოსახლეობის წვდომა მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან.

 

სულ ახლახანს სილქნეტის 4G LTE სერვისს ახალი ფუნქცია დაემატა - ამავე მოდემზე სატელეფონო კავშირის გააქტიურება გახდა შესაძლებელი. ქალაქის ნომრის შერჩევა მიმდინარეობს  სერვის ცენტრში ვიზიტით ან ცხელი ხაზის 2 100 100 საშუალებით. Silver ან  Platinum პაკეტის მომხმარებელი სატელეფონო სერვისზე სააბონენტო მომსახურების საფასურს არ იხდის და  უფასოდ საუბრობს საქართველოს მასშტაბით სილქნეტის ყველაზე დიდ ქსელში - თბილისსა და რეგიონებში.

 

აბონენტებს  შეუძლიათ არჩევანი  არსებულ სამ პაკეტს შორის გააკეთონ, თუმცა აქციაში მონაწილეობს ორი პაკეტი  -  Silver 80გბ-მდე და  Platinum-  100 გბ-მდე გაზრდილი ინტერნეტ მოცულობით. გამარტივებულია მოცულობის დამატების  პროცესი.  სმს--ის მეშვეობით, 5 ლარად 10 გბ მიღებაა შესაძლებელი ოპერატიულად. 

მოქმედებს მოწყობილობის ადგილზე მიტანის სერვისი - კომპანიის წარმომადგენლები და გაყიდვების აგენტები მოდემის ტესტირებას ახდენენ მომხმარებელის ბინაზე ან ოფისში.  

 

აქცია ვრცელდება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებზე.  მომხმარებლები ამ პირობით 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ისარგებლებენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3462
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია