საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ჟურნალისტთა ნამუშევრების კონკურსი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის თემაზე
2016/04/05 02:46:22

შესავალი

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით  ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი   თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანიის საქართველოს კომიტეტთან "ოტავა–98" პარტნიორობით ახორციელებს პროექტს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი ხელმისაწვდომობის ადვოკატირება და ლობირება’’.  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პროფესიული განათლების და დასაქმების მხარდამჭერი საქმიანობა  თბილისში, აჭარასა და კახეთის რეგიონებში მიმდინარეობს.   გარდა შშმ პირებთან მუშაობისა, პროექტი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცირებაზე, „შეზღუდული  შესაძლებლობის” ნაცვლად, ,,უნიკალური შესაძლებლობების“ მაგალითების წინ წამოწევაზე მიმართულ აქტივობებსაც ახორციელებს.

 

 ინფორმაცია კონკურსის შესახებ            

პროექტის ფარგლებში, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი იწვევს  საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებს და მედია ორგანიზაციებს მონაწილეობა მიიღონ ჟურნალისტური ნამუშევრების კონკურსში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის თემაზე.                           

 

კონკურსის მიზანია

ü  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უნიკალური შესაძლებლობების პოპულარიზაცია საზოგადოებაში;

ü  შშმ პირთა მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცირება; 

ü  ჟურნალისტთა პროფესიული სტანდარტის გაუმჯობესება შშმ პირთა საკითხებში.

 

კონკურსი ასევე ემსახურება საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გაზრდას შშმ პირთა უფლებების გაეროს კონვენციის და მისი იმპლემენტაციის, საქართველოში მცხოვრები შშმ პირთა თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფის (განათლება, დასაქმება, გარემოს ხელმისაწვდომობა და სხვა) კუთხით არსებული მდგომარეობის, საჭირობებისა და გამოწვევების შესახებ.

 საკონკურსო მასალა (სტატია, ბლოგი, ტელესიუჟეტი, რადიო გადაცემა)უნდა ეფუძნებოდეს შშმ პირებთან დაკავშირებულ ადამიანურისტორიებსდაასახავდესმათუფლებრივმდგომარეობას, დასაქმების, განათლების მიღების, მკურნალობისადასხვა სერვისებისხელმისაწვდომობას; ღნიშნულსფეროებშიარსებული პრობლემების სიტუაციურ ანალიზს, გამოწვევებსა და პოლიტიკას; აგრეთვე საზოგადოების დამოკიდებულებას შშმ პირთა უფლებრივ საკითხებზე.  

 

 დამატებითი მოთხოვნები

კონკურსზე შეიძლება წარმოდგენილი იქნას, როგორც ერთჯერადი ნამუშევარი, (ტელე/რადიო გადაცემა, საგაზეთო სტატია, ინტერნეტ (ონ–ლაინ) მედია ნამუშევარი, ბლოგი) ასევე მათი ციკლი. ერთმა კონკურსანტმა შეიძლება წარმოადგინოს რამოდენიმე ნამუშევარი, ერთი და იგივე ნამუშევარი შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ ერთ ნომინაციაზე.

საკონკურსოდ წარმოდგენილი მასალა გამოქვეყნებული/გამოცემული უნდა იყოს 2016 წლის 25 მარტიდან 2016 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.

 განიხილება მხოლოდ საქართველოს მედია საშუალებებით გავრცელებული მასალა. უპირატესობა მიენიჭება ისეთ საშუალებებს, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს რეგიონების მოსახლეობისათვის.

 

კონკურსში მონაწილეობის უფლება

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ საქართველოს მოქალაქე ჟურნალისტს ან მედია ორგანიზაციას, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული. დაიშვება ჯგუფური ნამუშევრებიც.

 

კონკურსის ვადები

ნამუშევრების წარდგენისათვის კონკურსი ღიაა 2016 წლის 25 მარტიდან 2016 წლის 25 დეკემბრამდე. დაგვიანებული განცხადებები არ განიხილება.

 

ჯილდოები

გამარჯვებული ნამუშევრებისათვის გათვალისწინებულია შემდეგი ჯილდოები:

·         სატელევიზიო გადაცემა   – პრიზი 600 ევროს ფარგლებში

·         რადიო– გადაცემა   – პრიზი 400 ევროს ფარგლებში

·         ბეჭდური მედია ნამუშევარი  – პრიზი 300 ევროს ფარგლებში

·         ინტერნეტ (ონ–ლაინ) მედია ნამუშევარი – პრიზი 300 ევროს ფარგლებში

·          

საკონკურსო განაცხადის წარდგენა

მედია–ნამუშევარის კონკურსზე განსახილველად  წარდგენა, შეუძლია როგორც მის ავტორს, ასევე ნებისმიერ სხვა პირს (ავტორის თანხმობით).

საკონკურსო ნამუშევარი წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ან ბეჭდური სახით და მას თან უნდა ახლდეს შემდეგი ინფორმაცია:

·         ნამუშევრის ავტორ(ებ)ი;

·         პირი, რომლის საკუთრებას წარმოადგენს ნამუშევარი;

·         ავტორის და მესაკუთრის საკონტაქტო მონაცემები;

·         ნამუშევრის გამოქვეყნების დრო და მედია საშუალებები, რომელშიც გამოქვეყნდა;

·         ნომინაცია, რომელზეც წარმოდგენილია ნამუშევარი;

 

უცხოურ ან საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა ენებზე წარმოდგენილ მასალას თან უნდა ახლდეს ქართული თარგმანი.

ნამუშევრის საკონკურსოდ წარდგენა შესაძლებელია, როგორც ელექტრონულად, ასევე ელ– ფოსტის საშუალებით, საფოსტო ან საკურიერო გზავნილის სახით.

ü  ელექტრონული ფორმით განაცხადის წარმოდგენა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე გამოგზავნით admin@kedec.ge. საკონკურსო მასალა უნდა მოიცავდეს ტელე/რადიო გადაცემის ან ინტერნეტ (ონ–ლაინ) მედია ნამუშევრის ლინკს, ან ბეჭდურ  მედიაში გამოქვეყნებული მასალის სკანირებულ ვერსიას გამოქვეყნების ვადების მითითებით.

 

გზავნილის თემად მითითებული უნდა იყოს „საკონკურსო მასალა“. გთხოვთ დაელოდოთ დასტურს იმის თაობაზე, რომ განაცხადი მიღებულია.

 

ü  ,,საკონკურსო მასალის“ ნაბეჭდის სახით წარმოდგენილი განცხადები უნდა მოიცავდეს: CD-ზე ჩაწერილ ტელე/რადიო გადაცემას, ან ინტერნეტ (ონ–ლაინ) მედია ნამუშევრის სკანირებულ ვერსიას, ან გაზეთის/ჟურნალის ორიგინალ ვერსიას, სადაც საკონკურსო მასალა იქნა გამოქვეყნებული.

 

წარმოდგენილი ,,საკონკურსო მასალა“ მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში,  მითითებით: “ საკონკურსო მასალა“.

 

საკონკურსო მასალები გამოგზავნილი ან მიტანილი უნდა იქნას შემდეგ მისამართზე:  ქუთაისი გრიშაშვილის მე-IV შესახვევი #3. ქუთაისის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი

ტელ (0431) 25 13 30.  საკონტაქტო პირი: მარიამ კლდიაშვილი.

 

 

საკონკურსო განაცხადების შეფასება

საპროექტო განაცხადებს განიხილავს და ქვემოთ მითითებული კრიტერიუმების საფუძველზე შეაფასებს ქუთაისის განათლების განვითარების და განათლების ცენტრის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისია. გამარჯვებულები გამოვლინდებიან  და დაჯილდოვდებიან 2017 წლის 15 თებერვლამდე.

 

ნამუშევარი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

1.      რამდენად აქტუალურია შერჩეული თემა/საკითხ(ებ)ი;

2.      რამდენად პასუხობს საკონკურსო განაცხადით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

3.      რამდენად სიღრმისეულად არის გამოკვლეული/განხილული საკითხი;

4.      რამდენად გასაგებია, საინტერესოა, მიმზიდველია ნამუშევარი მსმენელის ან მკითხველითვის;

5.      დაცულია თუ არა ჟურნალისტიკის  სტანდარტები და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში გაცხადებული პრინციპები;

6.      რამდენად ორიგინალური, კრეატიული და ფასეულია ნამუშევარი შემოქმედებითი  თვალსაზრისით.

 

 დამატებითი ინფორმაცია აპლიკანტებისთვის:

ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი იტოვებს უფლებას გამოიყენოს საკონკურსო ნამუშევრები საპრეზენტაციო მასალებსა და სხვადასხვა მედიაში, ავტორის სახელისა და გვარის მითითებით.

 

დამატებითი შეკითხვებისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ–ფოსტით, მისამართზე: pr@kedec.ge, ან ტელეფონით 595 35 16 77, საკონტაქტო პირი: მაკა ჩინიჯიშვილი.

 

 ინფორმაცია ჟურნალისტური კონკურსის განმახორციელებელი ორგანიზაციის შესახებ

ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მისიაა ფორმალური და არაფორმალური განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების გამოვლენა, პრობლემების მოგვარების მდგრადი მოდელების შექმნა, განხორციელება და დანერგვა. ორგანიზაცია 2008 წელს დაარსდა და მას შემდეგ 40-ზე მეტი პროექტი განახორციელა ბავშვთა დაცვის, სამოქალაქო განათლებისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ–გვერდებს:

www.kedec.ge; https://www.facebook.com/kedec.ge

 

პროექტს აფინანსებს  ევროკავშირი

 

https://www.youtube.com/watch?v=gpAZlnpSpPU


 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3469
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია