დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტრენინგ–კურსი სპეც მასწავლებლებისათვის თემაზე „ინკლუზიური განათლება და სასკოლო პრაქტიკა“
2016/04/05 02:39:36

1 აპრილიდან–8 აპრილის ჩათვლით ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში  ინკლუზიური სწავლებით დაინტერესებული პირებისათვის, სპეც. მასწავლებლებისათვის,სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთათვისა და პედაგოგებისათვის5 დღიანი ტრენინგ–კურსი „ინკლუზიური განათლება და სასკოლო პრაქტიკა“ მიმდინარეობს.


ტრენინგის თემებია: ინკლუზიური განათლების პრინციპები; საკანონმდებლო რეგულაციები; სამედიცინო, საქველმოქმედო და სოციალური მოდელები; ტერმინები და იარლიყები; ინკლუზიური განათლების ფორმები; სისტემური მიდგომები (თანამშომლობის ფორმატი); სპეც. მასწავლებლის როლი, უფლებები და ვალდებულებები; ინკლუზიური კლასის მენეჯმენტი; ქცევის მართვის ტექნიკები; სახელმძღვანელოები და სწავლების მეოდოლოგია; სასწავლო რესურსების მორგება-ადაპტირება; ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაცია და ინდივიდუალური სასწავლო გეგმა; ინდივიდუალურ  სასწავლო მიზნები და აქტივობები; სკოლის გუინდის როლი და ფუნქციები; რთული ქცევის მართვის ტექნიკები;  წამახალისებელთა სისტემა და განმამტკიცებლები; მშობლებთან თანამშრომლობა და მათი ჩართულობის გაზრდა; სასწავლო პროცესის მონიტორინგი და შეფასება; სპეც. მასწავლებლის პორთფოლიოს წარმოება.

ტრენინგ –კურსს განათლებისა და მეცნიერების სამინისტოს მულტიდისციპლინური გუნდის წევრი, ასოცირებული პროფესორი ნატო ქობულაძე უძღვება. დასასრულს მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3264
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია