საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ფიზიკა–მათემატიკის სკოლის მოსწავლეთა წარმატება ყაზახეთში
2016/01/20 01:08:00

2016 წლის 13-19 იანვრის ჩათვლით ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმაატაში XII-ჯერ ჩატარდა ჟაუტიკოვის სახელობის ოლიმპიადა მათემატიკაში, ფიზიკასა და ინფორმატიკაში სკოლათა შორის.


ოლიმპიადის ფორმატი შემდეგია: სკოლიდან მონაწილეობის მიღება შეუძლია ერთბაშად 7მონაწილეს ( 3 მათემატიკოსს, 2 ფიზიკოსსა და 2 ინფორმატიკოსს ). 
ოლიმპიადაში მონაწილეობს აღმოსავლეთ ევროპის (ბულგარეთი, რუმინეთი, ჩეხეთი, სერბეთი, უკრაინა, ბელორუსი), კავკასიის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი), რუსეთის (რომელიც, როგორც ყოველთვის, გამოდის რეგიონების მიხედვით დაახლოებით 15-20 გუნდით). აზიის (მონღოლეთი,ინდოეთი, ინდონეზია, თურქმენეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, თურქეთი) და, რა თქმა უნდა, თავად მასპინძელი ქვეყნის რამდენიმე გუნდი . საერთო რაოდენობა წელს 19- გაუტოლდა).


გამარჯვებული სკოლის გუნდი იღებსგრანპრს“. არის ასევე I, II და III ადგილები და ამის შემდეგ რამდენიმე გუნდი ჯილდოვდება წარმატებული გამოსვლისთვის სიგელს.


წელს ქ.ქუთაისის ან.რაზმაძის სახელობის N41 საჯარო ფიზიკა–მათემატიკის სკოლამ 4 ბრინჯაოს მედალი და 3 სიგელი მოიპოვა (ლაშა ბუხნიკაშვილი, ბაკურ ცუცხაშვილი, გიორგი ბაღდავაძე - ინფორმატიკა) (გვანცა ცუცხაშვილი - მათემატიკა). ეს არ იყო პირველი გამარჯვება, რადგან სკოლა უკვე მეხუთე წელია მონაწილეობს ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადაში და საერთო ჯამში 10 მედალი დააგროვა ( 1- ოქრო, 1 - ვერცხლი, 8 - ბრინჯაო).


ოთხივე გამარჯვებულმა დამატებით მიიღო ყაზახურ-ბრიტანული ტექნიკური უნივერსიტეტის სრული გრანტი.


სკოლის გუნდს ყაზახეთში ახლდნენ დირექტორი და საგნობრივი წრეების მასწავლებლები:
1.
დავით ნიშნიანიძე - პროფესორი, საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელი ფიზიკაში.
2.
ვახტანგ შეკიშვილი - ინფორმატიკის წრის ხელმძღვანელი, საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების თანახელმძღვანელი ინფორმატიკაში.
3.
გენადი მარგველაშვილი - მათემატიკის წრის ხელმძღვანელი. სკოლის დირექტორი.


26 იანვარს ოლიმპიადის მონაწილეებსა და მათ პედაგოგებს .ქუთაისის მერი ბატონი შოთა მურღულია შეხვდა, მიულოცა წარმატება და საჩუქრები გადასცა.


სკოლა მადლობას უხდის: .ქუთაისის მერიას, რომელიც უკვე მეორე წელიწადია ოლიმპიადის დაფინანსების მნიშვნელოვან ტვირთს თავის თავზე იღებს  და საქველმოქმედო ფონდავერსს“.

 

მარიამ გუბელაძე

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2392
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია