დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის უფროსკლასელები სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მესამე ტურისთვის ემზადებიან
2016/04/01 01:01:25

სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა 2015 წლის ბოლოს დაიწყო და მასში  სხვადახვა სკოლის IX, X, XI და  XII კლასელები მონაწილეობდნენ, მათ შორის  - ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 საჯარო ფიზიკა–მათემატიკის სკოლის მოსწავლეები.


ოლიმპიადა სამი ნაწილისგან შედგება. I ტურის 27000 მონაწილიდან II -ში 2000 გადავიდა, ისინი 50 ლარიანი ვაუჩერებითა და წიგნით დაჯილდოვდნენ. III ტურში გადასვლა კი მხოლოდ 270 მოსწავლემ შეძლო. მათ შორის. ფიზიკა–მათემატიკის სკოლიდან არიან: მარიამ მაჭარაშვილი (XI კლ.), ლუკა უშვერიძე (XI კლ.), ბექა მარგველაშვილი (XI კლ.), გიორგი სამხარაძე (XII კლ.). მათ  100 ლარიანი ვაუჩერები, ელექტრონული წიგნები და წიგნი „რა არის თავისუფლება“ გადაეცათ.


III ტური2016 წლის აპრილში თბილისში  გაიმართება. მონაწილეთაგან აირჩევა 40 საუკეთესო, ხოლო 2 კვირის შემდეგ 20 რჩეული მოსწავლე გამოვლინდება პრეზენტაციის საშუალებით და ისინი დაჯილდოვდებიან ინგლისური ენის შემსწავლელი 1 თვიანი კურსით ევროპაში.


გასულ წელს აღნიშნული ოლიმპიადის გამარჯვებული ფიზიკა–მათემატიკის სკოლიდან გახლდათს ამჟამად XI კლასელი რევაზ წირღვავა, რომელმაც ოქსფორდის საზაფხულო სკოლაში ინგლისური ენის შემსწავლელი 4 კვირიანი კურსი გაიარა.

 

მარიამ გუბელაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3209
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია