დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პირველი მერცხალი ბუდეს დაუბრუნდა...
ავტორი: ირმა მარდალეიშვილი
2016/04/01 00:31:33

მაღალი, ხმელ-ხმელი ქალბატონი,  გრძელი კაბით, შუბლწაკრული,  დამასახიათებელი იმერული კილოთი  და ფრაზა, რომელიც საქართველოში იცის ყველა თაობის ადამიანმა - გააჩერე, გააჩერე... ავტობუსიდან თავი არ გამოყო, იცოდე... გააჩერე, გააჩერე... მატარებელი კარგად რომ გაჩერდება,  მერე ჩაჯექი

 

90 წლის ასაკში აღსრულებული გამორჩეული ქართველი რეჟისორი, სცენარისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი ნანა მჭედლიძე 31 მარტს, ანდერძის თანახმად, მშობლიური ხონის მიწამ მიიბარა.


ნანა მჭედლიძის მიერ გადაღებული ფილმების უბრალოდ ჩამოთვლაც კი საკმარისია, რომ ვთქვათ- ქართული კინოხელოვნების  კიდევ ერთი მაგისტრს დავემშვიდობეთ: ჩქარი მატარებელი (1960), ,,ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება (ალმანახიდანდაბრუნებული ღიმილი“, 1967), „დიდედები და შვილიშვილები  (1969), პირველი მერცხალი(1975), ნამდვილი თბილისელი და სხვები (1977),  იმერული ესკიზები' (1980); ფილმი-ზღაპარი უკვდავების თეთრი ვარდი“ (1984), დანაშაული მოხდა(1988).


საინტერესო და დასამახსოვრებელი მხტავრული სახეებიც შექმნა  როგორც საკუთარ, ასევე სხვა კინორეჟისორების ნამუშევრებში :  ინტერვიუ პირად საკითხებზე'' (1978); ,,იმერული ესკიზები'' (1979); ,,მომეხმარეთ იალბუზზე ასვლაში'' (1981); ,,დები  წყვდიადში'' (1981); ,,გზის დასაწყისი'' (1982); ,,სანამ წვიმა გადივლიდეს'' (1984); ,,ბატონი ავანტიურისტები'' (1985); ,,ჩემი ძვირფასი, სანატრელი ბაბუ'' (1998); ,,უსუი'' (2005) .


პირველი სერიოზული, საერთაშორისო მასშტაბის აღიარება რეჟისორს ფილმმა „პირველი მერცხალი“ მოუტანა -  მთავარი პრიზი ,,ოქროს ვერძითეირანის საერთაშორისო ფესტივალზე(1975); პრემია საუკეთესო კომედიისთვის ფრუნზეს IX საკავშირო ფესტივალზე (1976) ; გრან-პრი სპორტული ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე ობერჰაუზენში.


ზურაბ გურული, ექიმი :- ასაკში შესვლას მომატებული სენტიმენტალობითაც ხვდები კაცი. სულ უფრო ხშირად გიწყლიანდება თვალი. არ გინდა გამოუტყდე თავს, მარა ასეა და 
მაგრამ ჩემთვის არის ერთი ქართული ფილმი, რომლის ფინალის ჩამთავრებისას, ზუსტად იგივენაირად მაწვება მახრჩობელა ბურთი ყელში, როგორც მაშინ, სულ პირველად რომ ვნახე, ათიოდე წლის ღლაპმა. ალბათ იმიტომ, რომ ასე დიდებულად არავის არ გადმოუცია დამარცხებული, დამცირებული და გალახული კაცის ცრემლიანი მუქარა.
უნივერსალურია ეს შეგრძნება ბიჭისათვის, კაცისათვის, ყველა ასაკში და ყველა ეპოქაში.
ჰოდა, ერთი წუთითაც არ მეპარებოდა და არც ახლა მეპარება ეჭვი, რომ იმ დაუვიწყარი ფილმის ფინალში ყველა გულწრფელად ებრძოდა ყელში მოწოლილ მახრჩობელა ბურთს და ყველას ის მომენტი ახსოვდა საკუთარი ცხოვრებიდან, როცა დამარცხებულსა და გალახულს გულიდან ამოვარდნილი ყმუილით სურდა ამოეფრქვია რაღაც ისეთი, როგორიც უტუია ბუნტისთავის ომახიანი ლაშქრული „ აბა ულა“ იყო მაშინ...
საუკუნო ხსენება იყოს თქვენი, ქალბატონო ნანა მჭედლიძევ!


მარიკა ვაჭარაძე, ჟურნალისტი: - 1979 წლის აპრილში ,,იმერული ესკიზების" გადაღება ხონში, სოფელ კუხის სკოლაში დასრულდა. გაზაფხულის შაბათ დღეს, სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა ნანა მჭედლიძე და გადამღები ჯგუფი იმერულ სუფრაზე მიიპატიჟეს. სუფრაზე სოფლის საბჭოს და კოლმეურნეობის თავმჯდომარეებიც იყვნენ, რა თქმა უნდა კომ-პარტიის და სხვა პარტიულ მუშაკეთან ერთად. სუფრა სკოლის მასწავლებლის ნადია (თინა) წიქვაძის ოჯახში გაიწყო. გაზაფხულის თბილმა ამინდმა, იმერულმა ფართო ეზომ, ხის კოხტმა სახლმა, ტრადიციულმა სუფრამ და თბილმა მასპინძლობამ საქეიფო განწყობა მალევე შექმა. ცეკვა-სიმღერა შუა ღამემდე გაგრძელდა. ღამის 12 საათზე ქალბატონმა ნანამ თამადას ბოდიში მოუხადა და შუქის გამორთვა მოითხოვა. მან სუფრის ყველა მონაწილეს სანთლები დაურიგა, ანთება სთხოვა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა... დუმილი კარგა ხანს გაგრძელდა, მგონი დღემდე, რადგან ამ ფაქტზე წლების მანძილზე არავინ საუბრობდა, მიივიწყეს კიდეც!


ხონის წმინდა გიორგის საკათედრო ტაძრიდან  უკანასკნელ გზაზ დიდი სიყვარულით  და პომპეზურობის გარეშე გააცილეს მე-20 საუკუნის ქართული კინოხელოვნების ერთი უკანასკნელი მოჰიკანთაგანი...


 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7114
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია