ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი „პრაიდი“ წარმატებულად თანამშრომლობს ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებთან.
კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს სოფლის საკრებულოს დეპუტატის,ბატონ სერგო(ვაჟა)ლობჯანიძის დახმარებით, მოეგვარებინათ სკოლაში მოძველებული ბიბლიოთეკის განახლების პრობლემა. „სულ გვაწუხებდა ბავშვებს ის, რომ არ გვეძლეოდა შესაძლებლობა, გავცნობოდით ახალ, თანამედროვე ლიტერატურას.
ამ პრობლემის მოგვარების მიზნით მივმართეთ ბატონ ვაჟას, გვინდოდა მინიმუმ 100 ლარის ოდენობის წიგნები გადმოეცა ჩვენი სკოლისთვის,რომლითაც განვაახლებდით სკოლის ბიბლიოთეკას. 23 მარტს კი ბატონმა ვაჟამ შეხვედრა გვთხოვა და ჩვენი თხოვნა დააკმაყოფილა, გადმოგვცა 200 ლარის ოდენობის წიგნები. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მას,ჩვენი კლუბის წევრების სახელით, ჩვენ ყოველთვის გვაქვს მისი იმედი. ჩვენი წარმატებული თანამშრომლობა უკვე მეორედ შედგა.“ – აღნიშნა კლუბის ლიდერმა თინათინ ლობჯანიძემ.