დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
45000 ლარი – სოციალური აგენტის თავისუფლებისთვის
2009/09/30 13:35:40

სო­ცი­­ლუ­რი მომ­სახურების სა­­გენ­ტოს წყალ­ტუბოს რა­­­ნუ­ლი განყოფი­ლების ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი დათხოვ­ნი­ლია. გა­თა­ვი­სუფ­ლებული ცხრა თა­ნამ­შრომ­ლი­დან ერთ-ერ­თის, სო­ცი­­ლუ­რი აგენ­ტის _ ლე­ლა მე­ლა­ძის მი­მართ აღ­ძრუ­ლია სისხლის სა­მარ­თლის საქ­მე. მან სახელ­მწი­ფოს  თით­ქმის 80 000 ლა­რის ზა­რა­ლი მიაყენა.

და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძიებო ნა­წილ­ში წი­ნას­წა­რი გა­მო­ძიება მას შემ­დეგ და­იწყო, რაც შრო­მის, ჯან­მრთე­ლობის და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სახურების სა­ა­გენ­ტო­დან  შე­საბამი­სი მა­სა­ლები გა­და­იგ­ზავ­ნა.

სა­ქარ­თვე­ლოს გენ­პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­ზო­გა­დოებას­თან ურ­თი­ერ­თობის დე­პარ­ტა­მენ­ტი­სა­გან მი­ღებული ინ­ფორ­მა­ცი­ით^ სო­ცი­ა­ლუ­რი აგენ­ტის და­ნა­შა­უ­ლებრი­ვი საქ­მი­ა­ნობა ასე ყალიბდება:

„ჩა­ტა­რებული წი­ნას­წა­რი გა­მო­ძიებით დად­გინ­და, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სახურების სა­ა­გენ­ტოს წყალ­ტუბოს რა­ი­ო­ნუ­ლი განყოფი­ლების სო­ცი­ა­ლურ­მა აგენ­ტმა ლე­ლა მე­ლა­ძემ 2006-2007 წლებში სამ­სახურებრი­ვი უფ­ლებამო­სი­ლების არა­ერ­თგზის ბორო­ტად გა­მოყენებით, მა­ძიებელი ოჯახების საოჯახო დეკ­ლა­რა­ციებში ყალბი ჩა­ნა­წე­რების შე­ტა­ნით, ოჯახების ხელოვ­ნუ­რად გაყოფის ან ხელოვ­ნუ­რად გა­ერ­თი­ა­ნების გზით წყალ­ტუბოს რა­ი­ონ­ში მცხოვ­რებ 161 ოჯახს უკა­ნო­ნოდ და­უ­ნიშ­ნა სო­ცი­ა­ლუ­რი შემ­წეობა, მათ შო­რის  _ მი­სი დე­დის^ ფუჩ­ქი მე­ლა­ძის ოჯახს, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლო­ზე მა­ღა­ლი შეძ­ლების იყო და სო­ცი­ა­ლუ­რი შემ­წეობის მი­ღების უფ­ლება არ გა­აჩ­ნდა“.

ლე­ლა მე­ლა­ძის და­ნა­შა­უ­ლებრი­ვი ქმე­დების შე­დე­გად სახელ­მწი­ფოს 79 628 ლა­რის ოდე­ნობით ზი­ა­ნი მი­ად­გა.

 გენ­პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან­ვე მი­ღებული ინ­ფორ­მა­ცი­ით^ სო­ცი­ა­ლუ­რი აგენ­ტის მი­მართ სი­სხლის სა­მარ­თლის საქ­მე სა­მი მუხლით აღიძ­რა:

„სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სახურების სა­ა­გენ­ტოს წყალ­ტუბოს რა­ი­ო­ნუ­ლი განყოფი­ლების სო­ცი­ა­ლურ აგენტს ლე­ლა მე­ლა­ძეს წა­რედ­გი­ნა სამ­სახურებრი­ვი უფ­ლებამო­სი­ლების არა­ერ­თგზის ბორო­ტად გა­მოყენების, სამ­სახურებრი­ვი სიყალბისა და დი­დი ოდე­ნობით სახელ­მწი­ფოს კუთ­ვნი­ლი თანხების გაფ­ლან­გვის ბრალ­დება (და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნებული სა­ქარ­თვე­ლოს სისხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 332-ე მუხლის მე­სა­მე ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით, 341-ე მუხლით და 182-ე მუხლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „დ“ და მე­სა­მე ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტებით), რა­შიც მან თა­ვი სრუ­ლად სცნო დამ­ნა­შა­ვედ და იმა­ვე დღეს ზა­რა­ლის ანაზ­ღა­უ­რების ან­გა­რიშ­ზე ნა­წი­ლობრივ შე­ი­ტა­ნა სახელ­მწი­ფო­სათ­ვის მიყენებული ზი­ა­ნის თანხა _ 45 000 ლა­რის ოდე­ნობით.

აღ­ნიშ­ნუ­ლის გა­მო იმა­ვე დღეს ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მი­ერ ლე­ლა მე­ლა­ძეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძიების სახით შე­ე­ფარ­და გი­რა­ო, ხოლო სისხლის სა­მარ­თლის საქ­მე არ­სებითი განხილ­ვის მიზ­ნით უახლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­და­იგ­ზავ­ნება  სა­სა­მარ­თლო­ში^“ _ აღ­ნიშ­ნა­ვენ გენ­პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სახურების სა­ა­გენ­ტოს იმე­რე­თის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო ცენ­ტრის უფ­რო­სი აპო­ლონ ფოჩხუა „P.S.“-თან საუბარ­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ წყალ­ტუბოში სულ ცხრა თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, მათ შო­რის _ ექ­ვსი სო­ცი­ა­ლუ­რი აგენ­ტი, ფი­ლი­ა­ლის მთა­ვა­რი, ასე­ვე უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლის­ტი და  ფი­ლი­ა­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლიც.

„გა­დაწყვე­ტი­ლება მა­თი  გა­თა­ვი­სუფ­ლების შე­სახებ იმის გა­მო მი­ვი­ღეთ, რომ სამ­სახურებრივ გულ­გრი­ლობას იჩენ­დნენ, დრო­უ­ლად არ მი­დი­ოდ­ნენ ოჯახებში დეკ­ლა­რა­ცი­ის შე­სავ­სებად, ხან უგ­ზოობას, ხან უა­მინ­დობას და სხვა­დასხვა მი­ზეზს ასახელებდნენ.  თა­ნაც 12 სა­ჩი­ვა­რი შე­მო­ვი­და, ასე­ვე  მათ მუ­შაობას­თან და­კავ­ში­რებით პრე­ტენ­ზიები ჰქონ­და ქალბატონ  რი­მა ქო­მე­თი­ანს და სა­ჩი­ვა­რიც და­წე­რა“.

აპო­ლონ ფოჩხუა აღ­ნიშ­ნავს, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი აგენ­ტებისა და ბენე­ფი­ცი­ა­რების გა­და­მოწ­მება ამით არ დას­რუ­ლებულა და მო­ნა­ცემ­თა ბაზის გა­და­მოწ­მება მუდ­მი­ვად მიმ­დი­ნა­რეობს. ბოლოს ზეს­ტა­ფო­ნის ფე­რო­შე­ნად­ნობი ქარხნის  და­საქ­მებულ­თა და პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე­თა მო­ნა­ცე­მები გა­და­მოწ­მდა და და აღ­მოჩ­ნდა, რომ ამ სი­ა­ში 64 და­საქ­მებული­ა, რო­მე­ლიც შე­მო­სავ­ლებს მა­ლავს.

გა­და­მოწ­მება ისევ გრძელ­დება _ იმის გა­სარ­კვე­ვად^ წყალ­ტუბოე­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი აგენ­ტის ლე­ლა მე­ლა­ძის მსგავ­სად და­ამყარეს თუ არა სხვა აგენ­ტებმაც „სო­ცი­ა­ლუ­რი თა­ნას­წო­რობა“  იმე­რე­თის სხვა­დასხვა რა­ი­ონ­ში.

 სო­ცი­ა­ლუ­რი აგენ­ტების სტუმ­რობასა და სახელ­მწი­ფოს შემ­წეობას ბევრ ისეთ მი­სა­მარ­თზე ელი­ან, სა­დაც ძა­ლი­ან უჭირთ და არა­ნა­ი­რი შე­მო­სა­ვა­ლი  არ აქვთ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1753
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია