დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ანონსი
"დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების კონკურსში გამარჯვებულს შეხვდება
2016/03/28 20:36:25

ხვალ, 29 მარტს, 14:00 საათზე, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი ირაკლი ხელაძე ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების კონკურსში გამარჯვებულ ბენეფიციარს შეხვდება და მის საქმიანობას გაეცნობა.

 

მისამართი:

ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის ქუჩა #48 (ბ)

საკონტაქტო პირი: ეკა ბურჭულაძე, 599729226.


რელიზი:

იუსტიციის სამინისტრომ იმერეთის რეგიონში 9 ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეა დააფინანსა

იუსტიციის სამინისტრო ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით, ბიზნესინიციატივების საგრანტო კონკურსებს ატარებს. 2013-2016 წლებში სულ 43 ყოფილი პატიმრის 42 ბიზნესიდეა დაფინანსდა. ამათგან, 9 ყოფილი პატიმარი იმერეთის რეგიონში ცხოვრობს. ბიზნესინიციატივების კონკურსში გამარჯვებულ ყოფილ პატიმრებს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი ირაკლი ხელაძე  იმერეთის რეგიონში შეხვდა.


ერთ-ერთი მათგანია ამირან იობიძე, რომელიც „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარია. მან მონაწილეობა მიიღო იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში. ამირან იობიძის ბიზნესგეგმა ვულკანიზაციის გამართულ მუშაობასა და საჭირო დანადგარების შეძენას ითვალისწინებდა. მისმა იდეამ გაიმარჯვა და 5 ათასი ლარის ღირებულების დანადგარები შეიძინა. ამ დროისთვის ამირან იობიძე დასაქმებულია.


 აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტი მეოთხე წელია წარმატებით მიმდინარეობს. მსგავსი წარმატებული ისტორიების გათვალისწინებით  საგრანტო კონკურსის თანხა ყოველწლიურად იზრდება და უფრო მეტ ყოფილ პატიმარს შეუძლია საკუთარი ბიზნესიდეის განხორციელება. „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამისბენეფიციარების ბიზნესინიციატივები სამი მიმართულებით იყოფა: სოფლის მეურნეობა, წარმოება და მომსახურება. უახლოეს ხანში, იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტები კიდევ 149 ათასი ლარით დაფინანსდება. 100 ათასი ლარი აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ ყოფილ პატიმრებზე განაწილდება, 49 ათასი კი დასავლეთ საქართველოში.

პროექტის სახელწოდებაა - „ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა". ინდივიდუალური ბიზნესინიციატივები   500-დან 5 ათასი ლარის ოდენობით ფინანსდება. ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა" 2012 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით შეიქმნა. პროგრამას სსიპდანაშაულის პრევენციის ცენტრიახორციელებს. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად.

 

ყოფილ პატიმრებზე სახელმწიფო მზრუნველობა საზოგადოების განმეორებითი დანაშაულისაგან დაცვის წინაპირობაა. პროგრამა მიმდინარეობს თბილისში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3313
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია