ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაცორიის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა შეაჯამა პროექტი " სკოლის უზრუნველყოფა წიგნადი ფონდით". შემაჯამებელ ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები.
საპროექტო ჯგუფის წევრებმა მოწვეულ სტუმრებს გააცნეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და მათთან ერთად საზეიმოდ გახსნეს ბიბლიოთეკა.
პროექტი განხორციელდა სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობა" მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში.