საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
კონკურსის „ქალები ცვლილებებისათვის'' შემაჯამებელი ღონისძიება
2016/03/19 20:55:04

ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით, სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა'' ქალთა კვირეულის ფარგლებში კონკურსისქალები ცვლილებებისათვის'' შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. კონკურსში პროგრამის პარტნიორი იმერეთის სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრების მონაწილეობდნენ.


შემაჯამებელ ღონისძიებაზე 19 ფინალისტმა წარადგინა პრეზენტაციები, იმ ცნობილი, თუ უცნობი ქალების შესახებ, რომლებმაც თავიანთი ქმედებით ხელი შეუწყვეს ადამიანის უფლებების დაცვას, სხვადასხვა პრობლემების გადაჭრას და ცვლილებებს უკეთესი მომავლისათვის.


კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ქეთი ბერძენიშვილი - რადიოძველი ქალაქისპროგრამების დირექტორი; ნუგეშა გაგნიძეაკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სოროპტიმისტ ინტერნაციონალის ქუთაისის ქალთა კლუბისქუთაისი კოლხასდამფუძნებელი და პრეზიდენტი, ორგანიზაციისქალები რეგიონების განვითარებისათვისქალთა კლუბის თავმჯდომარე; ლალი შენგელია – „ფონდი სოხუმისსაინფორმაციო სექტორის ხელმძღვანელი და გამოცემების რედაქტორი 3 გამარჯვებული გამოავლინა.


პირველი ადგილი სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრმა ნინო კიკაჩეიშვილმა დაიკავა, მან წარმოადგინა პრეზენტაცია მე–2 მსოფლიო ომის ვეტერან ქალბატონზე თამარ მუშკუდიანზე. მე–2 ადგილი წილად ხვდა . ქუთაისის #14 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრს, ნინი ხარაიშვილს. მისი პრეზენტაცია ჟაკლინ ტიბულთუს მოღვაწეობას ეხებოდა, ხოლო მე–3 ადგილი დაიკავეს წყალტუბოს სკოლაოცნებისსამოქალაქო კლუბის წევრებმა ანა მოსეშვილმა და ნინო მაღალდაძემ მალალა იუსუფზაის შესახებ წარმოდგენილი პრეზენტაციისათვის.
გამარჯვებულებს გადაეცათ ფასიანი საჩუქრები და დიპლომები.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2055
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია