დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველო პირველად მასპინძლობს ღვინის მაგისტრების 21-კაციან ჯგუფს
2016/03/16 20:37:17

ასოციაციაქართული ღვინო“- ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 16 მარტს საქართველოს ოთხდღიანი ვიზიტით ეწვია 21 ღვინის მაგისტრი, რომლებიც მსოფლიოს 9 ქვეყანაში მოღვაწეობენ.

 

პირველი შეხვედრა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა, სადაც ღვინის მაგისტრებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ ქართული ვაზისა და ღვინის კულტურასთან დაკავშირებულ უძველეს ნიმუშებს. ღვინის მაგისტრების ჯგუფის ხელმძღვანელმა, ლიზა გრანიკმა (აშშ) ეროვნულ მუზეუმში წარმოადგინა  პრეზენტაციას ქართული ღვინის კულტურისა და მეღვინეობის დარგის შესახებ.


სტუმრებს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი მიესალმა.


ღვინის მაგისტრების ასეთი ფართო შემადგენლობით ვიზიტი, კიდევ ერთი დასტურია, რომ ქართულ ღვინოზე ინტერესი სულ უფრო და უფრო იზრდება. მაგისტრების სტუმრობის მიზანია, რომ ქართული ღვინო კიდევ უფრო პოპულარული გახდეს მსოფლიო ბაზარზე. ღვინის მაგისტრების ჩამოყვანა, არის საუკეთესო მაგალითი თუ როგორ თანამშრომობს სახელმწიფო სრუქტურა, ამ შემთხვევაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო და კერძო სექტორი - ასოციაციაქართული ღვინო“. სწორედ ასოციაციის დამსახურებით მოხდა შესაძლებელი ამდენი სტუმრის ვიზიტის საქართველოში ორგანიზება“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

 

 

საქართველოში სტუმრობის დროს ღვინის მაგისტრები მოინახულებენ ღვინის კომპანიებს თბილისშიქართლსა და კახეთში, სადაც გაიმართება ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციები, ეწვევიან სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ვაზის სანერგე მეურნეობას სოფელ ჯიღაურაში.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3196
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია