დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
განათლების მინისტრი უნივერსიტეტის დაპირისპირებულ მხარეებს შეხვდა
2016/03/16 13:52:33

უნივერსიტეტში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე უნივერსიტეტის რექტორ ვლადიმერ პაპავას, სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს, აკადემიური საბჭოსა და სენატის წევრებს შეხვდა.  მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები გააცნეს და გადაწყდა, რომ ურთიერთობა სამუშაო რეჟიმში გაგრძელდება.


შეხვედრაზე იმსჯელეს ყველა იმ საკითხზე, რომელიც სტუდენტების მხრიდან არის დასმული დღის წესრიგში და ყველა მხარემ - უნივერსიტეტმა, სამინისტრომ და სტუდენტებმა გამოთქვეს მზაობა მათ მოსაგვარებლად.  რაც შეეხება რექტორის გადადგომის საკითხს,  რექტორი მზადაა თვითმმართველობასთან ამ საკითხზე თავად იმუშაოს.


როგორც ცობილია, შეხვედრის ორგანიზების დავალებით თამარს სანიკიძეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა, რასთან დაკავშირებითაც  სპეციალური განცხადება გაავრცელა.  ამის მიუხედავად, შეხვედრას არ დაესწრნენ აუდიტორია 115-ის სტუდენტებ, რომლებიც რექტორს მხარდაჭერას უცხადებენ. სწორედ ამიტომ, შეხვედრის დასრულების შემდეგ, სამინსიტროსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლები აუდიტორია 115-ის სტუდენტებს უნივერსიტეტის შენობაში  შეხვდნენ და სამინისტროში მიღებული გადაწყვეტილება გააცვნეს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8990
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია