დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ევროკომისია მხარს უჭერს საქართველოში პროფესიული განათლების განვითარებას
2016/03/15 11:18:52

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების დირექტორატის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.


შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ევროკავშირის მიერ 2017-2020 წლებისთვის ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ახალი დოკუმენტის პრიორიტეტების განსაზღვრასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან კონსულტაციების გამართვა.


ზემოაღნიშნული დოკუმენტის შემუშავების პროცესთან დაკავშირებით, ევროპულმა მხარემ აღნიშნა, რომ დოკუმენტში, სხვა საკითხებთან ერთად, აქცენტი გაკეთდება ახალგაზრდების დასაქმების პერპსექტივების გაზრდაზე განათლების გზით, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირის სამეზობლო ქვეყნებში სტაბილიზაციისათვის.


შეხვედრაზე ქეთევან ნატრიაშვილმა ევროპელ კოლეგებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა როგორც საქართველოში განათლებისა და მეცნიერების კუთხით მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით, ისე ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის თაობაზე. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ამ პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და განსაკუთრებულ როლზე.


შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის, განათლებისა და მეცნიერების კუთხით, თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე, რაც ქვეყნაში კვლევებისა და ინოვაციების განვითარებას, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად ახალგაზრდა კადრების პროფესიულ მომზადებას, მათი სამუშაო უნარებისა და კომპეტენციების გაზრდას უზრუნველყოფს.


 

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ახალი დოკუმენტის შემუშავებასთან დაკავშირებული კონსულტაციები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან 2016 წლის განმავლობაში ინტენსიურად გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს ახალი თანამშრომლობის პრიორიტეტების ერთობლივად განსაზღვრას.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8502
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია