დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ღვინის გამოფენა
„Prowein Dusseldorf 2016“ - ში 15 ქართული ღვინის კომპანია მონაწილეობს
ავტორი: ნატო გუბელაძე
2016/03/14 13:01:24

13-15 მარტს გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენა „Prowein Dusseldorf  2016“  მიმდინარეობს, სადაც მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის 6000 კომპანიის ღვინოებია წარმოდგენილი, დაახლოებით 52000 დამთვალიერებელი და 1000 ჟურნალისტი მონაწილეობს მთელი მსოფლიოდან.


Prowein Dusseldorf ითვლება ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საუკეთესო ექსპერტების შეხვედრის ადგილად მსოფლიოში.ის მასშტაბური და პრესტიჟული გამოფენაა და წლის მთავარი მოვლენაა ღვინის მწარმოებლებისთვის, რადგან მათ საშუალება ეძლევათ, დაამყარონ ახალი კონტაქტები და მოიძიონ იმპორტიორები, გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მომსახურებებს.


გამოფენის გახსნას საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ბატონი  ლადო ჭანტურია დაესწრო .


გარდა იმისა, რომ გამოფენაზე მოწყობილია სხვადასხვა ფორმატის  სადეგუსტაციო სივრცეები, ასევე - იმართება მასტერკლასები, პრეზენტაციები, კულინარული შოუები, კონფერენციები, დისკუსიები.


დიუსელდროფის გამოფენა პირველად 1994 წელს ჩატარდა და როგორც ცნობილია, საქართველო  აქ ერთიანი ეროვნული სტენდით 2000 წლიდან მონაწილეობს.


წელს Prowein Dusseldorf   22-დ ტარდება და ქართული ღვინის მწარმოებელი 15 კომპანია მონაწილეობს.


დამთვალიერებელთა მხრიდან ქართული ღვინის მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდია.   მათ საშუალება აქვთ, დააგემოვნონ შემდეგი ქართული კომპანიების პროდუქცია: ბაგრატიონი 1882,  ვაზიანი კომპანი, ვაინმენი, თბილღვინო, კორპორაცია ქართული ღვინო, კორპორაცია ქინძმარაული, GWS, მეღვინეობა ხარება, შატო მუხრანი, შუმი, კახური ტრადიციული მეღვინეობა, თელავის ღვინის მარანი, ბესინი, კახური და თელიანი ველი.


ქართული კომპანიების წარმომადგენლები შეხვედრებს მართავენ ღვინის ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი და ბაზრების კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, აგრეთვე იმ კომპანიების ხელმძღვანელობასთან, რომლებიც ქართული ღვინის პოპულარიზაციას ეწევიან.


 

კომპანიების Prowein-ზე  მონაწილეობას ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით უზრუნველყოფენ: ასოციაცია ქართული ღვინო“ და კახეთის მეღვინეთა გილდია“.

 

 

 

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9938
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია