დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ინგა გრიგოლია : ჩემი კადრების გამოქვეყნებაც დაანონსებულა, ვერ შემაშინებენ..."
2016/03/14 12:36:16

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ინტერნეტში დღეს გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ მორიგ ვიდეო კადრებთან დაკავშირებით ფეისბუქზე წერს და ამბობს, რომ თავს შეაკლავს მისიდა სხვა ადამიანების უფლებებისთვის ბრძოლას.


”გამარჯობა, ჩემო მეგობრებო......როგორც მეუბნებიან, პირდი ცხოვრების ამსახველ ახალ ვიდეოში,რომლის გამოქვეყნებასაც აპირებენ, თურმე ჩემი გვარიც დაანონსდა. მე არ ვაპირებ ჩირგვებში ჯდომას და ნერვიულობას ამ თემაზე......დანარჩენს უკვე გადაცემიდან ვიტყვი, დღეს, ორ საათზე ეთერი მაქვს, სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე მსგავსი შანტაჟის და მუქარის არ მეშინია და არც გაჩუმებას ვაპირებ. უფრო მეტად მოვედი ბრძოლის ხასიათზე...მირეკეს, მწერეს და ჩემი შვილის გარდა, ვერავინ გაბედა ეთქვა, რომ ჩემი გვარი დაანონსდა, ვისი პირადი ცხოვრების გასაჯაროებასაც აპირებენ, თუ ქვეყნიდან და პოლიტიკიდან(?????) არ წავალ....დააშანტაჟეთ და შეაშინეთ, ვინც შეგიშინებიათ!!!!!!!! მე ღიად ვხსნი ამ თემას.......თუ ასეთ ქვეყანაში უნდა გვაცხოვრონ, მაშინ თავს შევაკლავ ჩემი და სხვა ადამიანების უფლებებისთვის ბრძოლას. ეთერში ვარ ორზე”, - წერს გრიგოლია.

 

 დღეს ცნობილი გახდა, რომ ინტერნეტში გავრცელდა კიდევ ერთი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. ვიდეოს თან ახლავს მინაწერი, რომ კადრები ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირად ცხოვრებას ასახავს.  ასევე, არის მუქარა, სადაც ნათქვამია, რომ პირადი ცხოვრების ამასახველ მასალებს კვლავ გამოაქვეყნებენ. 

 

შეგახსენებთ, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი  პარასკევს გამოქვეყნდა და გამოძიება 157-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5639
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია