დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მედიასახლი P.S. უერთდება მოძრაობას "ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ" და გმობს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების ტირაჟირებას
ავტორი: ნატო გუბელაძე
2016/03/14 12:23:17

ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნება გრძელდება. მორიგი კადრები დღეს გავრცელდა.


თვალშისაცემია, რომ ამ ვიდეოს მინაწერიც ახლავს, თუ რომელი ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირად ცხოვრებას ასახავს და ამავე დროს დაანონსებულია, რომ სხვების შესახებაც მასალები კვლავ გამოქვეყნდება და, რომ პოლიტიკოსების გარდა, საზოგადოება ჟურნალისტების პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებსაც იხილავს.

 

 ცნობილია, რომ პარასკევს გამოქვეყნებულ ვიდეოსთან დაკავშირებით საქმე აღძრულია და გამოძიება 157-ე მუხლის მეორე ნაწილით დაწყებული, რომელიც პირადი საიდუმლოს უკანონოდ გავრცელებას ეხება.

 

იმედია, ხელისუფლება არ დაუშვებს ამ სამარცხვინო სერიალის გაგრძელებას.

 

მედიასახლი "პოსტსკრიპტუმი" უერთდება მოძრაობას "ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ" და გმობს ასეთი ფაქტების ტირაჟირებას. ამავე დროს რედაქცია მოუწოდებს სამართალდამცველ ორგანოებს რომელთა მოვალეობაა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა ჩვენს ქვეყანაში, რომ ბოლომდე გამოიძიონ და სრულყოფილად მოიკვლიონ ამგვარი ფაქტები და კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯონ დამნაშავეები.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3678
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია