დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პარლამენტის თავმჯდომარე უერთდება მოთხოვნას ნადია სავჩენკოს გათავისუფლების შესახებ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/03/14 11:34:31

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ნადია სავჩენკოს მხარდამჭერი მოთხოვნა გაავრცელა:


"ვუერთდები საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნას რუსეთის ფედერაციაში უკანონო პატიმრობაში მყოფი ოფიცრის, უკრაინის რადას და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრის ნადია სავჩენკოს გათავისუფლების შესახებ.

 

სოლიდარობას ვუცხადებ სრულიად უკრაინელ ხალხს, უკრაინის მთავრობას, რადას წევრებს და ჩემს კოლეგას, ბატონ ვოლოდიმირ გროისმანს ამ რთულ ვითარებაში.

 

მართალია, რთულია, გჯეროდეს დღევანდელი რუსეთის სასამართლო სისტემის სამართლიანობის, მაგრამ, იმედს ვიტოვებ, რომ საერთაშორისო საზოგადოების უპრეცედენტოდ ძლიერი პოზიცია გავლენას იქონიებს ნაჩქარევად დაანონსებულ საბოლოო განაჩენზე."

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5406
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია