დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თუთის ნერგების დარიგება დაიწყო
2016/03/12 12:28:34

საქართველში მეაბრეშუმეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით შუა აზიიდან შემოტანილი თუთის ჰიბრიდული ჯიშის ნერგების დარიგება დაიწყო.


ქვეყნის მასშტაბით ნერგები დაურიგდება ყველა დაინტერესებულ ფერმერს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს და ნერგების მწარმოებელს. დღევანდელი მონაცემებით  ნერგები  რეგიონების მიხედვით უკვე გადანაწილდა  -   სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი - 10 750 ნერგი, იმერეთი  - 11 100, გურია - 13 800, კახეთი  - 16 050, აჭარა - 3 300.


პროექტის ბენეფიციარებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები თუთის ბაღები გაშენებაში დაეხმარებიან და თუთის მოვლის აგროტექნიკურ ღონისძიებებს გააცნობენ.


აღსანიშნავია, რომ უზბეკეთიდან შემოტანილი ბუჩქოვანი თუთის ჰიბრიდული ნერგები ნაყოფს არ იძლევა და იგი გამოიყენება მხოლოდ თუთის აბრეშუმხვევიას გამოსაკვებად. თუთის ნერგების გაშენება შესაძლებელია როგორც ინტენსიური ნარგაობის, ასევე ერთეული ძირების სახით.


ქართველმა ბიზნესმენმა, კომპანია ,,ასკანელი ძმებისდამფუძნებელმა ჯიმშერ ჩხაიძემ მეაბრეშუმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, უზბეკეთიდან ჩამოტანილი თუთის ასი ათასი ნერგი სახელმწიფოს გადასც. პროექტის თანახმად, ბენეფიციარებს თუთის ნერგები უსასყიდლოდ დაურიგდებათ.


მებრეშუმეობის განვითარების პროექტის განხორციელებაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარდა ჩართულები არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.

 

 

 

 



'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3272
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია