დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნუმიზმატიკური საგანძური
2016/03/10 18:35:42

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში ნუმიზმატიკური საგანძურის გამოფენა გაიხსნა.საქართველოში ფულის მოჭრის ისტორია ოცდაშვიდ საუკუნეს ითვლის. კოლხეთი სამონეტო ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი კერაა მსოფლიოში. აქ ძვ.. VI საუკუნეში იწყება მონეტების მოჭრა და ფულის მიმოქცევა.


ნუმიზმატიკური საგანძურის ექსპოზიცია  საზოგადოებას გააცნობს საქართველოს ტერიტორიაზე ფულის მიმოქცევის ისტორიას ძვ.. VI საუკუნიდან 1834 წლამდე. 


ნუმიზმატიკის კაბინეტი საქართველოში პირველად ეროვნული მუზეუმის ეგიდით სვანეთის მუზეუმში გაიხსნა. ამჯერად კი საზოგადოება, ასეთი ფართო მასშტაბით, პირველად გაეცნობა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში დაცულ, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო  ნუმიზმატიკურ კოლექციას.   


დამთვალიერებლისთვის გამოფენა პრემონეტარული ნივთების გაცნობთ იწყება, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა წონის და ზომის ბრინჯაოს მასიური რგოლები (ძვ.. II-I ათასწლეული), კაური (ინდოეთის ოკეანეში გავრცელებული მოლუსკის ნიჟარა) და შრომის სხვადასხვა იარაღი. აღნიშნული ნივთები უძველეს დროში საქონლის ღირებულების საზომად გამოიყენებოდა.


გამოფენაზე წარმოდგენილია 3,500-მდე მონეტა. მათ შორისაა კოლხური თეთრის იშვიათი ნიმუშები, კოლხეთის მეფის აკეს სტატერი, ალექსანდრე მაკედონელისა და ლისიმაქეს სტატერების ადგილობრივი მინაბაძები, რომის პირველი იმპერატორის ოქტავიანე ავგუსტუსის დენარებისა და რომაული საიმპერატორო აურეუსების იბერიული იმიტაციები. დამთვალიერებელი ასევე პირველად იხილავს  ქართულ-სასანურ იშვიათ დრამებს, ჯაფარიანების თბილურ დირჰემებს, პირველი ბაგრატიონების ბიზანტიურტიტულიან ვერცხლის ქართულ საფასეებს, დავით აღმაშენებლის ვერცხლის მონეტას, რუსუდან დედოფლის უნიკალურ დრამას, გიორგი IV ლაშას უნიკალურ სპილენძის მონეტას, ყვარყვარე ათაბაგის, იმერეთის, ქართლ-კახეთის მეფეების მონეტებს და სხვა.


 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, მისასალმებელია, რომ საზოგადოებას ასეთი ექსპოზიციის გაცნობის საშუალება ექნება. გამოფენაზე განსაკუთრებით ბევრი მასალაა წარმოდგენილი მეცნიერული კვლევებისთვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოფენის ხშირი სტუმრები უნდა გახდნენ  მოსწავლეები, რათა ახლოს გაეცნონ ჩვენი ქვეყნის ფასდაუდებელ საგანძურს.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3528
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია