დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბაზარზე ციტრუსების ჩირის და ჩაის მწარმოებელი გურული ბრენდი "სკიჯი" გამოჩნდა
2016/03/10 18:23:58
ქართულ ბაზარზე ნატურალური ჩირის, ჩურჩხელისა და სოფლის ნუგბარის მწარმოებელი ახალი კომპანია "სკიჯი" გამოჩნდა. როგორც "სკიჯის" დამფუძნებელმა და დირექტორმა დარეჯან ბერძენიშვილმა "საქმიან დილას" განუცხადა, საწარმო 5000 ლარით სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, დაფინანსდა.


"თანხა საწყის ეტაპზე, საამქროს ასამუშავებლად საკმარისი აღმოჩნდა. ამუშავებიდან ერთ თვეში პროდუქცია მქონდა. როდესაც მუშაობა დავიწყე, ჩემს სოფელში იმ პერიოდში მარტო მანდარინი და კივი იყო, ამიტომ ორიენტირება მათ გამოშრობაზე ავიღე. ახლა ვაწარმოებ - დაშაქრულ მანდარინს, დაშაქრულ კივს, კივის ჩირს, ტყლაპებს, ფორთოხლის ცუკატებს, და ჩურჩხელებს, როგორც თხილის, ასევე ნიგვზის, ჩირის. ჩემი პროდუქცია ნარევია - ყველაფერი გემრიელი და ნატურალური ერთად.
 
ასევე გეგმები მაქვს ჩაისთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ სეზონიდან გამომდინარე, უკვე არც მანდარინია და არც - კივი. ჯერ არაფერი ახალი ხილი არ არის შემოსული და იები აყვავდა, რომელიც ჩაისთვის გამოვიყენე. ჩაიც ნატურალურია, მეზობლის პლანტაციიდან. მინდა, ჩაის მოცვი და სხვა ხილიც დავუმატო.
სრული ტექსტი და ვიდეო ნახეთ ამ ლინკზე:
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 11258
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია