დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში საქორწილო დარბაზი აფეთქდა
2016/03/07 12:14:37

 

ქუთაისში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად 5 ადამიანი საავადმოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა ერთ-ერთ გარეუბანში, ავანგარდის დასახლებაში არსებულ რიტუალების დარბაზში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად მოხდა.


წინა დღეს ამ დარბაზში ქორწილი ჰქონდათ, ხოლო მეორე დღეს სამუშაოდ მოსული 6 თანამშრომელი დარბაზში შუქის ანთებისთანავე აფეთქების მოწმე გახდა.

 

საბედნიეროდ, აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ  5 მათგანი სავადმოფოშია გადაყვანილი.


აფეთქებამ ასევე აალება გამოიწვია შენობის სავენტილაციო სისტემაში, რის გამოც სახანძრო ბრიგადის გამოძახებაც გახდა საჭირო.

 

გარედანაც ჩანს, რომ ყველაფერი განადგურებულია, ზუსტი ზარალის დადგენა მოგვიანებით, მას შემდეგ შეგვეძლება, რად შენობაში შევალთ. საბედნიეროდ მსხვეროლი არ არის" - აცხადებს დარბაზის მფლობელი მერაბ ჯალაღაძე.


 მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3640
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია