ქუთაისში დღემდე ახსოვთ რეზო დვალიშვილისეული საუკეთესო ლუდი „აია“ და უდაოდ სასიხარულოა, რომ ბატონი რეზოს მემკვიდრე ამბერკი დვალიშვილი ტრადიციას არ ღალატობს: ძალიან მალე ქართულ ბაზარზე კვლავ გამოჩნდება ახალ ლუდსახარშში ძველი ტექნოლოგიით დამზადებული კლასიკური ლუდი „აია“.
ლუდსახარში ,,დვალიშვილი"-ს მშენებლობა და ტექნიკური უზრუნველყოფა უკვე დასრულებულია და 5 მარტს ლუდის ექსპერიმენტული ხარშვაც გაიმართა, მოწვეულ ტექნოლოგთან ერთად.
როგორც კომპანია „დვალიშვილის“ დამფუძნებელმა ამბერკი დვალიშვილმა განაცხადა, ქარხანაში დამონტაჟებულია მაღალი ხარისხის თანამედროვე დანადგარები და პირველი პროდუქცია დაახლოებით ერთ თვეში იქნება. ლუდსახარშში 7-8 ადამიანია დასაქმებული. ლუდსახარშის ტერიტორიაზე მოეწყობა ასევე ლუდის რესტორანი, ლუდის ღია ბარი და მაღაზია.
კომპანია შემოდგომისთვის გეგმავს ასევე ღვინის წარმოების დაწყებას.
წარმატებებს ვუსურვებთ კომპანია „დვალიშვილს“ და ქუთაისურ ლუდს „აია“-ს!