დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფილმის ჩვენება პირობითი მსჯავრდებული ქალებისათვის
2016/03/04 12:36:12

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით პრობაციის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ბიუროში, პირობით მსჯავრდებული ქალებისათვის ორგანიზება გაუკეთდა დოკუმენტური ფილმის ჩვენებას და დისკუსიას ოჯახში ძალადობის თემაზე, რომლის მიზანს წარმოადგენდა პირობით მსჯავრდებული ქალების ცნობიერების ამაღლება ქალთა უფლებების, ოჯახში ძალადობის და მისი პრევენციის საკითხების შესახებ.

 

ნაჩვენები იქნა ზურაბ ინაშვილის დოკუმენტური ფილმი, რომელშიც გადმოცემულია ქალთა უფლებების უხეში დარღვევის, ოჯახში ძალადობის ფაქტები და მასთან დაკავშირებული თანმდევი პრობლემები. ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია.


 

ფილმის ჩვენება/განხილვა ორგანიზებული იქნა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ- საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3415
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია