დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ახალგაზრდული ცენტრის კარგი ინიციატივა
2016/03/01 11:44:24

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის,ჯადოსნური სამყაროსბენეფიციარები თოჯინების თეატრში დაესწრნენ წარმოდგენას.


აღნიშნული ღონისძიება განხორციელდა ადვოკატირების პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს შშმ და სოციალურად დაუცველი პირების სოციალიზაციასა და ინტეგრაციას საზოგადოებაში, მხარეთა სოციალური პასუხისმგებლობების განაწილებას არსებული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით და აღნიშნული პირების ჩართულობას კულტურულ პროგრამებში.

 

ადვოკატირების პროგრამის ფარგლებში ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრსა და ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.


ღონისძიება ორგანიზებული იქნა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ- საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3637
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია