დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტრენინგი სათემო ორგანიზაციების წევრებისთვის
2016/03/01 11:41:27

28 თებერვალს ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ბიზნეს საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა ტრენინგი თემაზე ,,მონაცემთა მოგროვება და ანალიზი.

 

ტრენინგში ჩართულმა თერთმეტმა სათემო ორგანიზაციამ მიიღო ინფორმაცია თუ რას გულისხმობს კვლევა, კვლევების მიზნობრიობის, თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდების  შესახებ. გაანალიზებული იქნა რაში შეიძლება  კვლევების გამოყენება და შესრულდა  პრაქტიკული  სამუშაო  ანკეტის გაფორმებისა  და სტატისტიკურ პროგრამაში SPSS –მონაცემების  შეყვანის მიზნით.


საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრიაფხაზეთი“ (CHCA) ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) ერთად ევროკავშირის (EU) ფინანსური ხელშეწყობით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში (ქუთაისი, წყალტუბო, ფოთი, ზუგდიდი, ბათუმი) ახორციელებს პროექტსდამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე - ინოვაციური და ეფექტური საარსებო წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოსთვის“. პროექტის ფარგლებში ყველა სამიზნე ქალაქში ფუნქციონირებს ბიზნეს საინფორმაციო ცენტრები, რომლებიც დევნილთა საარსებო წყაროების გამოვლენისა და მხარდაჭერისაკენ არის მოწოდებული. ქუთაისში პროექტის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.


 

პროექტის ფარგლებში ქუთაისში სამიზნე ჯგუფებში სხვადასხვა სახის კვლევები ჩატარება და მოხდება ადგილობრივი თემის საჭიროებების დადგენა შემდგომში მათი ლობირებისა და გადაწყვეტის მიზნით.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9072
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია