საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გვახსოვს 25 თებერვალი
2016/02/28 17:27:35

სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობის'' ფარგლებში ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის სამოქალაქო კლუბმა ,,აქტიურმა მოქალაქეებმა" ღონისძიება გამართეს სახელწოდებით ,,გვახსოვს 25 თებერვალი''.

კლუბის წევრებმა მსმენელს ლექსებითა და ვიდეოკოლაჟის საშუალებით გაახსენეს საქართველოს გასაბჭოების მძიმე კადრები, დაუშვეს დროშა და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამშობლოსათვის თავგანწირულ გმირებს.

ღონისძიებას სკოლის მასწავლებლები, მშობლები, მოსწავლეები და ხონის მუნიციპალიტეტის კულტურის საქმეთა სამსახურის უფროსი მანანა გოფოძე ესწრებოდნენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2185
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია