საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
შსს-ს განცხადება ალექსი პეტრიაშვილის დაჭრასთან დაკავშირებით
2016/02/26 16:21:24

თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი ცეცხლსასროლი იარაღით საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოზე დაჭრეს. შსს-მ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. როგორც ტაბულას პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, პეტრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება.

შსს ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:


"დღეს თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს.

გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის - ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა.

 

მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში ახლომდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოქალაქისგან შევიდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შემთხვევა საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა.

 

შსს მიმართავს ფაქტის თვითმხილველ პირებს, დანაშაულის დროულად გამოძიების მიზნით, ითანამშრომლონ სამართალდამცავ ორგანოებთან.

ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია", - წერია განცხადებაში.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 13827
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია