საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მეშახტეთა პრობლემებს ადვოკათთა ასოციაციის თავმჯდომარე ეხმიანება და "ოლიგარქის" დაპირებებს იხსენებს
2016/02/25 15:15:30

ზაზა ხატიაშვილი ტყიბულში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს: ,,ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მივმართავ ხელისუფლებას, დროულად მოაგვაროს მეშახტეების პრობლემა, ნუ გამხდით იძულებულს, ტყიბულში ჩავიდე და შევუერთდე მეშახტეთა აქციას.


11 დღეა ტყიბულში მიმდინარეობს მეშახტეთა გაფიცვა. საქართველოს ხელისუფლება რომ მოწყვეტილია რეალობას, ნათლად ჩანს მეშახტეთა პრობლემების უგულეელყოფით.  მეშახტეები  ასრულებენ  ყველაზე მძიმე სამუშაოს და ისინი იღებენ არაადევატურ ხელფასს.  სრულიად კანონიერია მათი მოთხოვნა ხელფასის 40 % -ით მომატებასთან დაკავშირებით. ხელისუფლების უგუნურობის გამო, მეშახტეთა პრობლემები წლების განმავლობაში გადაუჭრელია.

 

კარგად მახსოვს,  „ოლიგარქის  წინასაარჩევნო დაპირებები, რომელიც დაპირებებად დარჩა და მეშახტეთა პრობლემები კვლავ მოუგვარებელია. ხელისუფლება ვალდებულია მოითხოვოს ნებისმიერი კომპანიისგან ელემენტარული უსაფრთხოების  ნორმების  დაცვა მეშახტეებთან მიმართებაში. ლარის გაუფასურების გამო,  მეშახტეები აღმოჩნდნენ რთულ მდგომარეობაში,  მეშახტეთა ხელფასი ვერ ფარავს მათ საბანკო ვალდებულებებს, უხდებათ მუშაობა გაუსაძლის პირობებში, თითქმის მონური შრომა, რაც 21- საუკუნეში დაუშვებელია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3039
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია