დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კანონპროექტი
რას ითვალისწინებს ახალი „ტყის კოდექსი“?
2016/02/24 13:33:20

ქუთაისის მერიაში საქართველოს ახალი „ტყის კოდექსის" კანონპროექტის პირველი სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა.

 

შეხვედრის ფარგლებში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა ადგილობრივ თვითმმართველობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მოსახლეობას დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

 

სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა თორნიკე გვაზავამ და დამსწრე საზოგადოებამ რეგიონში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს, რომლებიც დაკავშირებულია საშეშე და სამასალე მერქნით უზრუნველყოფის საკითხებთან.შეხვედრას ქუთაისის მერი და იმერეთის გუბერნატორი დაესწრნენ. ახალი „ტყის კოდექსით" განისაზღვრება სატყეო-სამართლებრივი ურთიერთობების ახლებური მიდგომები. იცვლება ტყის დეფინიცია, რომელიც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული განმარტების საფუძველზე ეროვნული სპეციფიკის გათვალისწინებით შემუშავდა. ტყის მართვის ორგანოს დაუბრუნდება მეურნეობის ფუნქცია, დადგინდება ტყით სარგებლობის ახალი სახეები და შესაბამისი პროცედურები. ახალი კოდექსი არ ითვალისწინებს ხე-ტყის დამზადების ახალი ლიცენზიების გაცემას. დადგინდება ტყის საზღვრების დადგენის და ე.წ. "ამორიცხვის" საკითხების დარეგულირების ახალი წესები. ახალი კოდექსი ითვალისწინებს ტყის აღრიცხვის ახლებურ სისტემას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7828
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია