საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რა შეემთხვა ერაყში ქართველ ჯარისკაცს
2016/02/24 12:58:13

ეს ისტორია, 2008 წელს ერაყში, ვასიტის პროვინციაში,  ქართული სამშვიდობო მე-12 ბატალიონის II ასეულის (OPERATION IRAQ FREEDOM ოპერაცია ) ერთ-ერთ რიგით ჯარისკაცს, ერმილე ნემსაძეს გადახდა თავს და სოციალურ ქსელში თავადვე დაწერა:

- " მახსოვს, ერაყში ავტობუსი გავაჩერეთ, რომელიც ირანიდან მოდიოდა. ინფორმაცია გვქონდა, რომ ირანიდან "კამიკაძები" და ასაფეთქებელი ნივთიერები შემოდიოდა. ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით, რომ "სიურპრიზი" არ მოეწყოთ.

ქალებს ვთხოვეთ ცალკე გადასულიყვნენ, რათა ავტობუსი გაგვეჩხრიკა. კაცები მეორე მხრეს გადავიყვანეთ, ისე რომ ავტობუსი მოფარებოდათ და მათი ჩხრეკა ქალებს არ დაენახათ (არ დაგვიმცირებია ქალის თვალში მამაკაცები.)

რამდენიმე ჯარისკაცი ავტობუსის შემოწმებას შეუდგა. ორმა მგზავრი კაცების შემოწმება დაიწყო, რამოდენიმე ჯარისკაცი "დაზღვევაზე" ვიდექით და ყველა მათგანს ვათვალიერებდით, რათა უცაბედი ქმედება რ გამოგვპარვოდა.

ყველა ვნერვიულობდით, მგზავრებიც და ჯარისკაცებიც. მხოლოდ ორი მგზავრი იცინოდა, თითქოს ყველაფერი ფეხებზე კიდიათო.

 ამ უცნაურმა ქცევამ ყველას ყურადღება მიიქცია და დავიძაბეთ. ვიცოდით, ასე თვითმკვლელები იქცეოდნენ სიკვდილის წინ, დაძაბულობამ პიკს მიაღწია, სასხლეტ კაუჭებზე თითები მოვამზადეთ, საეჭვო  ქმედების შემთხვევაში უფლება გვქონდა გაფრთხილების გარეშე გვესროლა, მაგრამ აბა, როგორი სასროლი იყო თუ 100% ით დარწმუნებული არ იყავი. ნერვულმა დაძაბულობამ პიკს მაშინ მიაღწია, როდესაც  მჩხრეკავები ამ ორ ახალგაზრდასთან მივიდნენ შესამოწმებლად.

 არაბულად ნაძალადევად ნასწავლი სიტყვები ძლივს წარმოთქვეს ბიჭებმა- "სიერა სანავეი", "სლაჰ მაქუ?" (ანუ საბუთები გაქვთ? იარაღი ხომ არ გაქვთ? ) სტანდარტული კითხვა გვევალდებულებოდა  ინსტრუქტაჟით.

 ახალგაზრდებმა გამოგვხედეს ბედნიერი სახით და გვითხრეს:

-  "ქართველები ხართ" ? (ძველი ქართული დიალექტით) მოულოდნელობისგან სისხლი გამეყინა, ვიფიქრე რაღაცას ან გვიჩალიჩებენ ანდა სხვა  სამყაროში მოვხვდით თქო.

 - "კიი, ქართველები ვართ," რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ ძლის წარმოთქვა ერთერთმა ჩვენგანმა.

 - "ჩვენც ქართველები ვართ," გვიპასუხეს უცნაურმა ახალგაზრდებმა.

  ყველა გაიშეშდა, თითქოს წამით ყველას დაავიწყდა სად ვიყავით და რას ვაკეთებდით.

 - "კი მაგრამ საიდან სად აქ რა გინდათ, ამ უდაბნოში?"-  ძლივს წარმოთქვა ერთერთმა ჩვენგანმა.

 - "ჩვენ ფერეიდნელი ქართველები ვართ, მექაში მივდივართ სალოცავად,  დროშით ვიცანით ჩვენი ქვეყანა და მივხვდით, რომ ქართველებმა გაგვაჩერეთ.არ ვართ ტერორისტები, მომლოცველთა ავტობუსია , ირანიდან არაბეთში მივდივართ სალოცავადგაგვიხარდა რომ დაგინახეთ" -  ღიმილიანი სახით გივთხრა ერთერთმა.

მეორე ისე გემრიალად იცინოდა, ღმერთო ყველა ასე გაახარე ქართველის დანახვაზე.

 ყველას დაგვავიწყდა სად ვიყავით , თითქოს ღვიძლი ძმები გვენახა ამ ცხელ მიწაზე ისე გაგვეხარდა.  მჩხრეკავები სიხარულით ისე სწრაფად გადაეხვიენ ფერეიდნელ ბიჭებს, თითქოს ოჯახის წევრები ნახეს.  

ისინიც, ქართულად გადაეხვიენ უცნობ ქართველებს. დამზღვევებმა ძლივს შევიკავეთ თავი. "თეთრი შურით" მჩხრეკავების შეგვშურდა, მაგრამ კონტროლიდან გამოსვლას შეიძლებოდა ყველა დავეღუპეთ.

სხვა მგზავრები გაოგნებულები გვიყურებდნენ, ვერ გაეეგოთ რა ხდებოდა.

ერთერთმა ჩვენგანმა წამოიძახა "ჰიმალა ბუს" (დამტვრეული არაბულით, ინგლისურად - ბედნიერად ავტობუში ასვლას ნიშნავს)

ქართველები ცოტახნით ქვემოთ  დავტოვეთ, სათითაოდ გადავკოცნეთ, მოევეფერთ. ცრემლი მოგვერია ორივე მხარეს.

გამოვკითხეთ ფერეიდნელი ქართველების ცხოვრება.  რამდენიმე ათეული წუთი შევაჩერეთ, სამ თითოეულმა  იქ მყოფმა ქართველმა ჯარისკაცმა, არ შეიგრძნო თანამემამულის სიბო და ჩახუტება.

შემდეგ, კი რეალობის დრო დადგა.  ფერეიდნელი ძმები ავტობუსში ავაცილეთ და ჩვენი პასუხისმგებლობის ზონიდან "კონვოით" გავაცილეთ.

მწარე იყო განგეცადა, თუ რა სიხარული და სიმწარე იყო ამ მოკლე ცხოვრებისეულ ეპიზოდში...

 ვიცოდით, ასე თვითმკვლელები იქცეოდნენ სიკვდილის წინ.. ახალგაზრდებმა გამოგვხედეს ბედნიერი სახით და გვითხრეს, ქართველები ხართ?

ამ ფოტომ ეს მომენტი გამახსენა, "ენა , მამული, სარწმუნოება" ზუსტად თქვა დიდმა ილიამ.

ჩვენ, კი ცხოვრებამ დაგვანახა რამდენიმე წუთით: რწმენა დავიწყებული, მაგრამ სამშობლო და ენა შენარჩუნებული ქართველები-  ახლო აღმოსავლეთის ცხელ მიწზე, საქართველო???.. არასოდეს არ გადაშენდება ეს მტერმაც იცოდეს და მოყვარემაც."

 

 

 

 

 

წყარო: tb24.g


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 34489
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია