დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზი“-ში
სპონსორი: PSnewsGE
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს ახალი დირექტორი ჰყავს
2016/02/23 16:32:26

ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს ახალი დირექტორი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე ქუთაისის თვითმმართველობამ მარინა მარჯანიშვილი დანიშნა, ისე, რომ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებმა და სასახლის თანამშრომლებმა ამის შესახებ მხოლოდ მარჯანიშვილის წარდგენისას შეიტყვეს.


მარინა მარჯანიშვილი სპეციალობით ფილოლოგია. წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. იქვე მუშაობა დაიწყო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევით სექტორში უმცროს მეცნიერ-მუშაკად. წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მუშაობას საერო ინსტიტუტ „გელათში“, სადაც ლექციებს კითხულობდა ქართული ენა ლიტერატურის, სასამართლო ეთიკისა და ესთეტიკის საგნებში. 2005 წლიდან მარინა მარჯანიშვილი ხელმძღვანელობს ქუთაისის სასკოლო-თეატრალურ ფესტივალს „N-ოვაცია“-ს, რომელიც წარმატებულია პროექტია ჩვენი ქალაქის ისტორიაში. 2009 წლიდან მან შექმნა სასკოლო-ახალგაზრდული დასი „მარჯანიშვილელები“, რომელსაც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე ხელმძღვანელობდა. ამასთანავე, ქალბატონი მარინა 7 წლის მანძილზე მოვაწეობდა ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლში მსახიობ-მოცეკვავის სტატუსით. არის „IFSAID”-ის (სტუდენტური და მოსწავლე სამოყვარულო თეატრები) საერთშორისო ფესტივალის წარმომადგენელი დასავლეთ საქართველოში. 



„მაქვს ძალიან დიდი გეგმები და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე შეესაბამებოდეს თავის ნადვილ სტატუსს,“ - აცხადებს მარინა მარჯანიშვილი. 



ცნობისათვის, ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე ა(ა)იპ „ქ.ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალს წარმოადგენს. სასახლეში სწავლა 32 მიმართულებაზე უფასოდ ხორციელდება.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8198
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია