საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ტყიბულში მუშების გაფიცვა და საპროტესტო ტალღა ფართოვდება
2016/02/23 13:50:06

 საქნახშირის ადმინისტრაცია გაფიცულ მეშახტეებს ამ დრომდე არ გამოხმაურებია. 23 თებერვლის შეხვედრა, რომელიც „ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ჩხეიძემ, დააანონსა, ჯერ არ შემდგარა.

ფართომასშტაბიანი მიტინგი ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ, კარლო ლომაძის მოედანზე, დღის 12 საათზე დაიწყო. საპროტესტო აქციაზე საქართველოს პარლამენტის წევრი, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი, ელისო ჩაფიძე, მუნიციპალიტეტის გამგებელი, რობიზონ გვენეტაძე და საკრებულოს თავმჯდომარე, თამაზ კუბლაშვილიცმივიდნენ. მათ სიტყვით მიმართეს გაფიცულებს და მხარდაჭერა გამოუცხადეს სამართლიან მოთხოვნებში.


აქციას ზესტაფონისა და ჭიათურის მუშათა პროფკავშირების წარმომადგენლები, სტუდენტური მოძრაობის წევრები თბილისიდან და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები შეუერთდნენ. საგაფიცვო კომიტეტის აქტივისტთა თქმით, მიტინგის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით მინდელის სახელობის შახტის ტერიტორიაზე გადაინაცვლებენ და ადმინისტრაციის პასუხისმგებელ პირებს სათანადო გამოხმაურებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.

 

 

წყარო: http://infotkibuli.ge/mtavari/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1.html#.VswncbjHB9s.facebook

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6864
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია