საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერმა კერძო კომპანიის მიერ შეკერილი ფეხსაცმელი ბავშვებს აჩუქა
2016/02/22 18:08:46

„World Vision- საქართველო“ მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრში ქუთაისის მერი შოთა მურღულია მივიდა. ქალაქის მერმა დღის ცენტრის ბენეფიციარებს ფეხსაცმელები მიუტანა საჩუქრად. გარკვეული რაოდენობის ფეხსაცმელი ქველმოქმედების მიზნით მერიას სალონმა „პარტნიორმა“ გადასცა.

 

„World Vision - საქართველო“ მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრი ქუთაისში, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, ისე ფუნქციონირებს, ასევე ბენეფიციარები სახელმწიფო ვაუჩერის დაფინანსების პრინციპით წევრიანდებიან. გასულ წელს ორგანიზაციას შენობა ქუთაისის მერიამ გადასცა.


„მადლობა მინდა, გადავუხადო ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც შეძლებისდაგვარად ცდილობს, სიკეთე გააკეთოს. ჩვენ მივესალმებით ასეთ აქტივებობს და მხარს დავუჭერთ ყველა კარგ წამოწყებას.“ - აღნიშნა შოთა მურღულიამ

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2453
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია