საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ცხოვრების ფილოსოფია
რა უფრო მნიშვნელოვანია ადამიანისთვის – მისი წარსული, აწმყო თუ მომავალი?
2016/02/22 08:25:37

სამი ბრძენი კამათობდა იმაზე, თუ რა უფრო მნიშვნელოვანია ადამიანისთვის – მისი წარსული, აწმყო თუ მომავალი?

 

ერთმა თქვა: „ჩემმა წარსულმა შექმნა ის, რაც ახლა ვარ. მე იმის კეთება შემიძლია, რაც წარსულში ვისწვალე. მჯერა საკუთარი თავის იმიტომ, რომ კარგად გამომდის იმ საქმის კეთება, რაც წარსულში მიკეთებია. მე მომწონს ის ადამიანები, ანდა მათი მსგავსები, ვისთან ერთად ადრეც კარგად ვგრძნობდი თავს.“

 

„ამასთან დათანხმება შეუძლებელია, – თქვა მეორემ, – შენ რომ მართალი იყო, ადამიანი განწირული იქნებოდა, როგორც ობობა საკუთარ ქსელში დღიდან დღემდე საკუთარ თვისებებთან ერთად დროის მოსაკლავად.

ადამიანს ადამიანად მისი მომავალი ქმნის. მთავარი არაა, რაც მე ვიცი და შემიძლია დღეს – მე ვისწავლი იმას, რაც მომავალში დამჭირდება. ჩემი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორი მინდა ვიყო ორი წლის შემდეგ, იმაზე უფრო რეალურია, ვიდრე ჩემი მოგონებები იმაზე, როგორი ვიყავი ორი წლის წინ. ჩემი ქმედებები დამოკიდებულია არა იმაზე, თუ როგორი ვიყავი, არამედ იმაზე, როგორი მინდა ვიყო. მე მომწონს ადამიანები, ვინც არ ჰგვანან იმათ, ვისაც ადრე ვიცნობდი.“

 

„თქვენ სრულებით გაუშვით მხედველობიდან, რომ წარსული და მომავალი მხოლოდ ჩვენს ფიქრებში არსებობს, – ჩაერია მესამე, – წარსული უკვე აღარაა, მომავალი ჯერ არ დამდგარა. და იმის მიუხედავად, იგონებთ თუ არა წარსულს, ანდა ოცნებობთ თუ არა მომავალზე, მოქმედებთ მხოლოდ ახლა, ამ დროში.

მხოლოდ აწმყოში შეიძლება რაიმეს შეცვლა საკუთარ ცხოვრებაში – არც წარსული, არც მომავალი ჩვენ არ გვემორჩილება. მხოლოდ აწმყოში შეიძლება მოქმედება, შექმნა, სიყვარული, მეგობრობა – ბედნიერების შეგრძნება: მოგონებები წარსულ ბედნიერებაზე – სევდიანია, მომავალი ბედნიერების ლოდინი – ამაფორიაქებელი. ერთადერთი დღე, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ – ეს დღევანდელი დღეა.

 

 

თარგმანი ( ი.ბ. )

წყარო: http://comments.az/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 17501
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია