საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში 2015 წლის საუკეთესო ბიზნესმენები გამოავლინეს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/02/20 13:52:10

ქუთაისშიწლის ბიზნესი 2015“ დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის ინიციატივით , ღონისძიება ქუთაისში რეგისტრირებულ ბიზნეს კომპანიებს შორის პირველად ჩატარდა. კონკურსი მიზნად წარმატებული ბიზნეს კომპანიების წახალისებას ისახავდა.


ამ კომპანიებს მენეჯმენტის ძალისხმევით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ქუთაისში ბიზნესის განვითარების საქმეში, კონკურსი ხელს უწყობს ამ კომპანიების ცნობადობის გაზრდას და მათი ბიზნეს საქმიანობის პოპულარიზაციას. მათ წვლილი მიუძღვით ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში, ბიზნეს აქტივობების საზღვარგარეთ გააქტიურებაში და სხვადასხვა სოციალური პროექტების განხორციელებაში“- განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.

 

კონკურში მონაწილეობა 42- მა კომპანიამ მიიღო. გამოვლინდა 12 ნომინაცია. გამარჯვებულებს საჩუქრები მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ამაშუკელმა, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა გადასცეს.

 

ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამარჯვებულები გახდნენ შემდეგი კომპანიები:

 

 

ნომინაციაში წლისქველმოქმედი, გაიმარჯვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაკრისტალმა“.


წლისდამსაქმებელი საზოგადოება „იმერიგახდა.

 

ნომინაციაში ქალი მეწარმე გაიმარჯვა შპს გურმანისმფლობელმა ფატი გრიგოლავამ.


ნომინაციაში წლისსტარტაპი გაიმარჯვა ტურისტულმა კომპანიამ თრეველ ლაინი


წლისტურისტული კომპანია გახდა შპს „ WONDERLAND"“.


მზარდი ბიზნესის - შპს გიან 2011“.


წლის ინვესტორი - კომპანია აია“.


წლის სამრეწველო კომპანია გახდა ექსტრა მითი.

 

წლის ექსპორტიორიინდმეწარმე  დათო ჩაფრავა


,,წლის პარტნიორი” -  შპს ,, GEO CONCTRUCTION “


წლის კომპანია“ -  შპს მაკნატუნა გახდა,

 

სპეციალური პრიზის ნომინაციაში გამარჯვებული ტელერადიო კომპანიარიონი დასახელდა.

 

 

დაჯილდოების ცერემონიალი საზემოდ, ტორტის გაჭრით დასრულდა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 12014
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია